09:21, Thursday, 20.06.2013
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ადამიანის უფლებათა ცენტრი გმობს ცხინვალში თემურ ცხოვრებოვის ცემის ფაქტს

26.07.2010
24 ივლისს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ცნობილ ოს აქტივივისტს და გაზეთ „21-ე საუკუნის“ რედაქტორს, თემურ ცხოვრებოვს თავს რამდენიმე პირი დაესხა. თავდამსხმელებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა და სხეულის მნიშვნელოვანი დაზიანებები მიაყენეს.

თავდასხმა ცხინვალში ხარებოვის ქუჩაზე მოხდა. დაზარალებულების ახლობელთა გადმოცემით, ინციდენტში მონაწილეობდნენ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრები, კაზმირ პლიევი, დიმიტრი ვანეევი და ალან ხასიევი.

ინციდენტი, სავარაუდოდ ჰოლანდიის ქალაქ ლეიდენში, არასამთავრობო ორგანიზაცია IKV Pax Chridti-ს ორგანიზებით ჩატარებულ ქართულ-ოსურ ფორუმზე, თემურ ცხოვრებოვის მხრიდან გაკეთებული განცხადება გახდა, რომელშიც ეს უკანასკნელი კონფლიქტის მონაწილე მხარეებს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გახსნისაკენ მოუწოდებს.

თემურ ცხოვრებოვის მეგობარი და კოლეგა, ბესარიონ ასეევი ცემის ფაქტს სწორედ აღნიშნულ აქტივობას უკავშირებს. იგი ასევე აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი, კაზიმირ პლიევი მის კოლეგას ორი დღის განმავლობაში ურეკავდა და მოკვლით ემუქრებოდა.

ცხოვრებოვი ასევე მოღალატედ გამოაცხადა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მაღალჩინოსანმა, ბორის ჩოჩიევმა.

ქართულ-ოსური ფორუმი ქალაქ ლეიდენში 2010 წლის 11-16 ივლისს გაიმართა. მონაწილეებმა ჟენევის მოლაპარაკებებში ჩართული მხარეების მისამართით საერთო განცხადება მიიღეს, სადაც მათ სტატუსის განსაზღვრისა და სხვა პოლიტიკური წინაპირობების გარეშე, მოსახლეობის წინაშე მდგარი ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებისაკენ მოუწოდეს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ გმობს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლისა და ჟურნალისტის, თემურ ცხოვრებოვის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობრივ ფაქტს და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიების ჩატარებისაკენ.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები


ბლოგი

ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
2005 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამებს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მხოლოდ ხანმოკლე (ასე - ორკვირიანი), ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
არქივი

რედაქტორის აზრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის იურისტები და ჟურნალისტები ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ. 
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
არქივი
    
გამოკითხვა
უნდა განადგურდეს თუ არა უკანონოდ მოპოვებული ოპერატიული მასალების არქივი?
უნდა განადგურდეს დაუყოვნებლივ ჯერ კომისიამ შეისწავლოს და მერე განადგურდეს არ უნდა განადგურდეს მიჭირს პასუხის გაცემა


თემები

კატეგორიები
Copyright © 2004 - 2013 HRIDC