კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობიდან გამოსახლებული დევნილების ნაწილს ხელისუფლება კომპენსაციას არ სთავაზობს

27 ივლისი, 2010

გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობიდან გამოსახლებული დევნილების ნაწილს ხელისუფლება კომპენსაციას არ სთავაზობს.

როგორც აფხაზეთიდან დევნილმა მადონა ღონღაძემ განაცხადა, ალტერნატიულ საცხოვრებელს მას ზუგდიდის სოფლებშიც კი არ სთავაზობენ და ქუჩაში რვა თვის ბავშვთან ერთად რჩება.

„არათუ საცხოვრებელი, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ნივთების დასალაგებელი ადგილიც კი არ მაქვს“, - განაცხადა ღონღაძემ და დასძინა, ხელისუფლება ეუბნება, რომ მას კომპენსაცია აქვს მიღებული და შესაბამისად, კომპენსირებულებს საცხოვრებელს ზუგდიდშიც კი არ სთავაზობენ.

ღონღაძის განცხადებით, მათმა ოჯახმა 2004 წელს სასტუმრო „ივერიიდან“ გამოსახლების შედეგად კომპენსაცია მართლაც მიიღო, თუმცა შვიდი ათასი დოლარი კერძო კომპანიამ დახმარების სახით მისცა და არა ხელისუფლებამ. ხელისუფლებას კი მათთვის კომპენსაცია არ მიუცია. მისივე თქმით, შვიდი ათასი დოლარით ბინა ვერ შეიძინეს და რამდენიმე წლის განმავლობაში ქირით ცხოვრობდნენ. ბოლოს კი, ორი წლის წინ, როცა „სამშობლოს“ შენობაში გორიდან დევნილები შეასახლეს, აფხაზეთიდან დევნილებიც მათთან ერთად შევიდნენ.

ღონღაძის განცხადებით, გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობაში სასტუმრო „ივერიიდან“ გამოსახლებული 40 ოჯახი იყო შესახლებული.

როგორც ღონღაძე აცხადებს, ხელისუფლება ალტერნატიულ ფართს არც გორიდან და კოდორიდან დევნილებს სთავაზობს, რომლებსაც ორი წლის წინ 10 000 დოლარის ოდენობის კომპენსაცია აქვთ აღებული. ალტერნეტივას სთავაზობენ მხოლოდ იმ დევნილებს, ვისაც კომპენსაცია არ მიუღია. მათ ფართს სთავაზობენ ზუგდიდის რაიონის სოფლებში - ფოცხოში და ორელში. თუმცა, შეთავაზება მათთვისაც მიუღებელია და საცხოვრებლით დაკმაყოფილებას მხოლოდ თბილისის მასშტაბით ითხოვენ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები