კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

Amnesty International თემურ ცხოვრებოვზე თავდასხმის სრულყოფილ გამოძიებას ითხოვს

28 ივლისი, 2010

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International ცხინვალში ოს ჟურნალისტზე თემურ ცხოვრებოვზე თავდასხმის სრულყოფილ გამოძიებას ითხოვს . ამის შესახებ ორგანიზაციის საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი.

გამოძიების მოთხოვნით Amnesty International ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებას მიმართავს. „დე-ფაქტო ხელისუფლებამ სწრაფი და შეუფერხებელი გამოძიება უნდა ჩაატაროს და დამნაშავეები სამართალში მისცეს იმის მიუხედავად, თუ ვინ იყო თავდამსხმელი. ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს, რომ ამგვარ ქმედებებს არ დაუშვებს“, - განაცხადა Amnesty International-ის ევროპისა და შუა აზიის პროგრამის დირექტორმა ნიკოლა დუკკუორტმა.

თავდასხმის შესახებ ცხოვრებოვმა საერთაშორისო ორგანიზაციას თავად უამბო. ჟურნალისტის თქმით, მას თავს 10 ადამიანი დაესხა, რა დროსაც მოსტეხეს თითი, კისრის არეში დანით ჭრილობა, ხოლო დარტყმებისგან სახისა და სხეულის დაზიანებები მიაყენეს.

Amnesty International-ის ინფორმაციით, ცხოვრებოვი ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფება. „აქტივისტი აცხადებს, რომ თავდამსხმელებში სამი ადამიანი ამოიცნო და რომ ისინი სამხრეთ ოსეთის პარლამენტის წევრები არიან. ცხოვრებოვი ვარაუდობს, რომ თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობასთან, განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებებთან და სამოქალაქო აქტიურობასთან არის დაკავშირებული“, - ნათქვამია Amnesty International-ის განცხადებაში.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქე, ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმის წევრი, გაზეთ „21-ე საუკუნეს“ რედაქტორი, თემურ ცხოვრებოვი 24 ივლისს ცხინვალში სცემეს. მასზე თავდასხმაში დე-ფაქტო პარლამენტის სამი წევრი მონაწილეობდა. ცხოვრებოვის მიმართ ცხინვალის რეჟიმის აგრესია ქართულ-ოსურ სამოქალაქო ფორუმში მისმა მონაწილეობამ განაპირობა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები