12:43, Saturday, 01.11.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

რუსეთი თავს ესხმის საქართველოს მინისტრს „სტრიპტიზის“ ფოტოების გამო

29.07.2010


The Independent

რუსულმა მედიამ აიტაცა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის უხერხული ფოტო, სადაც ის ღამის კლუბში პოზირებს. ეს კრიტიკის ახალი ტალღაა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც მთავრობაში „სტრიპტიზის მოცეკვავეებს“ მაღალ თანამდებობებზე ნიშნავს.

მიხეილ სააკაშვილმა 28 წლის ვერა ქობალია მინისტრად გასულ თვეში დანიშნა. წარმოშობით ქართველი ქობალია, 15 წლის განმავლობაში კანადაში ცხოვრობდა და პოლიტიკაში მუშაობის გამოცდილება არა აქვს. ამბობენ, რომ სააკაშვილი მას თებერვალში, ვანკუვერში, ზამთრის ოლიმპიადაზე მოგზაურობის დროს შეხვდა.

ფოტო, რომელიც როგორც სჩანს, ქალბატონი ქობალიას Facebook-ის გვერდიდანაა აღებული, ქართულმა გაზეთმა გამოაქვეყნა. მასში მინისტრი, მისი და და მათი სამი მეგობარი პოზირებენ. სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი რუსული მედია, რომელიც ფართოდ აშუქებს ნებისმიერ ისტორიას, რაც პრეზიდენტ სააკაშვილს ნეგატიურ ჭრილში წარმოაჩენს, ამბავი აიტაცა და ამტკიცებს, რომ ფოტო ვანკუვერის ღამის კლუბშია გადაღებული.

ქალბატონმა ქობალიამ განაცხადა, რომ ფოტო 10 წლის წინ, ფლორიდაში არდადეგების დროსაა გადაღებული. „თუკი ყველაზე ცუდი რამ, რასაც ოპოზიცია ან ნებისმიერი სხვა ჩემს წინააღმდეგ მოიპოვებს ჩემი კოლეჯისდროინდელი ძველი ფოტოა, ამაში ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ვხედავ“, – განაცხადა მან.

ფოტოზე მინისტრს კაბა აცვია და არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ის სტრიპტიზში მონაწილეობს. ასევე არაფრით დასტურდება ისიც, რომ ქალბატონები სტრიპტიზ-კლუბში არიან. არც ქალაქი ჩანს და არც ის, თუ როდისაა ფოტო გადაღებული.

ქალბატონი ქობალიას ბიოგრაფიის მიხედვით, კანადის დატოვებამდე ის იქ ერთ-ერთ ადგილობრივ სატელევიზიო არხზე მუშაობდა და კერძო ბიზნესი ჰქონდა, თუმცა ამან ვერ შეაჩერა რუსული ტაბლოიდი „კომსომოლსკაია პრავდა“ გამოექვეყნებინა სტატია სათაურით - „სტრიპტიზის მოცეკვავიდან-მინისტრობამდე“. იგივე ტიპის მასალები დაბეჭდეს სხვა რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა. თავად მინისტრი კომენტარისთვის მიუწვდომელი იყო.

მისი დანიშვნისას ბევრი ექსპერტი გაოცებული იყო, რომ ასეთი საკვანძო სამინისტრო პოლიტიკაში ასეთ ახალბედას ჩააბარეს. „წარმოიდგინეთ, როგორი ამბიციური უნდა იყოს ადამიანი, რომ ყოველგვარი აუცილებელი განათლების ან გამოცდილების გარეშე ჩაიბაროს ქვეყნის ეკონომიკური ხერხემლის ხელმძღვანელობა“, – აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი – „ვფიქრობ ნებისმიერი შესძლებდა საკუთარ ოჯახში უფრო გამოცდილი და კვალიფიციური ადამიანის მოძებნას, ვიდრე ქალბატონი ქობალიაა“.

მაგრამ სააკაშვილი, რომელიც 36 წლის იყო, როდესაც 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი გახდა, ჩვევად გაიხადა მინისტრებად 20–30 წლის ახალგაზრდების დანიშვნა. ის ამტკიცებს, რომ ახალგაზრდა თაობის ხელისუფლებაში კატაპულტირება მისი პროექტის განუყოფელი ნაწილია - პროექტის, რომელიც ახალი ტიპის ქვეყნის მშენებლობას და საბჭოთა მემკვიდრეობის ამოძირკვას გულისხმობს. „გეგმა ისეთია, რომ მთავრობაში არ უნდა მუშაობდეს არავინ, ვინც საბჭოთა პერიოდში მსახურობდა“, – განაცხადა გასულ შემოდგომაზე ბატონმა სააკაშვილმა – „ზოგიერთს საბჭოთა პერიოდი არც ახსოვს“.

თბილისში ექსპერტები ამბობენ, რომ ქობალიამ მუშაობა პოზიტიურად დაიწყო და პირველ კვირებში დაუნდობელი ხასიათი გამოავლინა. ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში ვიზიტის დროს მან აღმოაჩინა, რომ მოსამსახურეთა უმრავლესობა შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალზე გაემგზავრა. მან სამსახურის მთელი საშტატო შემადგენლობა სამსახურიდან დაითხოვა. იუწყება ერთ-ერთი ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
"მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC