კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სახალხო დამცველის აპარატისგან ქემაშვილების საქმის შესწავლას ითხოვს

23 ივლისი, 2010
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისგან სიღნაღის რაიონის დაბა წნორში მცხოვრები ქემაშვილების საქმის შესწავლას და სასწრაფო რეაგირებას ითხოვს.

როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ განმარტეს, სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის განყოფილებამ, რაიონული სასამართლოს განჩინებით ნინო ქემაშვილს სამივე ბავშვი წაართვა. „სამივე შემთხვევაში სააგენტო ვერ ასაბუთებს მოზარდების ბავშვთა სახლში გადაყვანის აუცილებლობას. მიუხედავად ამისა, მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი, სააგენტოს შუამდგომლობებს აკმაყოფილებს და ბიოლოგიურ დედას ბავშვებს ართმევენ. მივმართავთ სახალხო დამცველის აპარატს, დაუყოვნებლივ შეისწავლონ აღნიშნული საქმე და მოახდინონ სასწრაფო რეაგირება. ფაქტია, რომ სააგენტო ოჯახს სოციალური ნიშნით ჩაგრავს და სასტიკად უსწორდება“, - აღნიშნეს უფლებადაცვით ორგანიზაციაში.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები