იუნესკო ბაგრატის ტაძარზე სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვს
30.07.2010
იუნესკო ბაგრატის ტაძარზე მიმდინარე სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ოფიციალურ საიტზეა განთავსებული.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრაზილიაში მიმდინარე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 34-ე სესიამ ქუთაისის ბაგრატის ტაძარი და გელათის სამონასტრო კომპლექსი "საფრთხის ქვეშ მყოფი" ძეგლების ნუსხაში შეიტანა.
„კომიტეტმა გამოხატა შეშფოთება იმ შეუქცევადი ჩარევის გამო, რომელიც ბაგრატის ტაძარზე ხორციელდება. კომიტეტი მიიჩნევს, რომ რეკონსტრუქციის პროექტის შეცვლა შესაძლებელია და მოითხოვს კათედრალზე დაუყოვნებლივ შეჩერდეს სარეკონსტრუქციო სამუშაოები“, - ნათქვამია განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ ბაგრატის საკათედრო ტაძარი მე-10-11, ხოლო გელათი მე-12-17 საუკუნეებს განეკუთვნება. ამასთან, აღნიშნულია, რომ გელათის კომპლექსში შემონახულია შესანიშნავი მოზაიკა და კედლის მხატვრობა და რომ ორივე ძეგლი აყვავებული შუა საუკუნეების არქიტექტურის ნიმუშებია.
25 ივლისიდან - 3 აგვისტომდე ბრაზილიის დედაქალაქში მიმდინარეობს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 34-ე სესია, მასზე სხვა საკითხებთან ერთად განიხილება მსოფლიოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლების კონსერვაციის მდგომარეობა. სესიას ესწრებიან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ვაჩეიშვილი და იუნესკოში საქართველოს ელჩი მამუკა კუდავა. კომიტეტზე ბაგრატის კათედრალისა და გელათის მონასტრის კონსერვაციის მდგომარეობის საკითხიც განიხილეს.
ბაგრატის ტაძარი იუნესკოს სიაში შესულია მე- 4 კრიტერიუმით („შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის დიდებული ნიმუში“). იუნესკოს კომიტეტმა ასევე აღნიშნა, რომ ტაძრის რესტავრაცია ეწინააღმდეგება მინიჭებულ სტატუსს, რის გამოც ტაძარზე მიმდინარე სამუშაოების გამო ნანგრევი უნდა შევიდეს „საფრხეში მყოფი ძეგლების სიაში“.
ქართულმა მხარემ განმარტა, რომ ძეგლი წარმოადგენს საქართველოს ერთიანობის სიმბოლოს და მის აღდგენას მხარს უჭერს როგორც სახელმწიფო, ასევე საქართველოს ეკლესია. ამასთან, საქართველოს მხარე მზადაა იუნესკოსთან და საერთაშორისო ექსპერტებთან სათანამშრომლოდ.
ქართულმა მხარემ, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან შეთანხმებით, გამოთქვა სურვილი და მზადყოფნა, რათა უახლოეს მომავალში მოახდინოს ბაგრატის კათედრალისა და გელათის მონასტრის რენომინაცია, სხვა, დაზუსტებული კრიტერიუმებითა და საზღვრებით.
ინტერპრესნიუსი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში - 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი
HRC აგრძელებს სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების სასამართლო განხილვების და საპროტესტო აქციების მონიტორინგს
ვაკანსია: პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის (PR Manager)
ადამიანის უფლებათა ცენტრი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის საქმიანობას აფასებს
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) აცხადებს კონკურსს პანდემიის დროს და შემდგომ პერიოდში შიდა ქართლის რეგიონში მოწყვლადი ჯგუფების მხარდამჭერთა შესარჩევად
არქივი
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას