კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თამარ კორძაია: „როცა ტელევიზია გამგეობისგან ფულს იღებს, პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ ის არ არის დამოუკიდებელი“

2 აგვისტო, 2010
„თვითმმართველობასთან ხელშეკრული ტელევიზიები“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ჟურნალი „ლიბერალი“. სტატიის მიხედვით, მუნიციპალიტეტებთან ხელშეკრულება ოფიციალურად 16 რეგიონულ ტელევიზიას აქვს გაფორმებული, მათ შორის არის ტელეკომპანია „გურჯაანი“.

„ტელეკომპანია „გურჯაანს“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან გაფორმებული ხელშეკრულება „მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესების ოპერატიულად და ობიექტურად გაშუქებას“ ავალდებულებს, რისთვისაც 2010 წელს ტელეკომპანია 31 900 ლარს იღებს“, - აღნიშნულია სტატიაში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის თამარ კორძაიას თქმით, „ტელევიზია ისედაც ვალდებულია, გააშუქოს მიმდინარე მოვლენები. „ვერ წარმომიდგენია, მით უმეტეს რეგიონებში, რა შეიძლება გააშუქონ სხვა, თუ არა ადგილობრივი გამგეობისა და საკრებულოს საქმიანობა. ამაში რომ ფულს იღებს ტელევიზია, პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ ის არ არის დამოუკიდებელი და მის დამოუკიდებლობას ეს ხელშეკრულება ძალიან მძიმე ტვირთად აწევს“, - ამბობს კორძაია.

ტელეკომპანია „გურჯაანის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან ალექსიშვილი განმარტავს, რომ ამ ხელშეკრულების ფარგლებში ტელეკომპანია ამზადებს ყოველკვირეულ გადაცემას „დიალოგი“, რომელშიც ჟურნალისტი იწვევს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს. გადაცემაში განსახილველი საკითხები წინასწარ თანხმდება მუნიციპალიტეტთან. გადაცემას აქვს „R“ ნიშანი, რაც ნიშნავს, რომ ის სარეკლამოა.

„ჩვენ შევძელით, რომ ეს თანხა ჩამოშორებოდა საინფორმაციო გამოშვებებს და გაგვემიჯნა საინფორმაციო და სარეკლამო სიუჟეტები ერთმანეთისგან. ჩვენ ამაზეც უარს ვიტყვით, თუ დავინახავთ, რომ შემოსავალი იქნება სტაბილური“, - აცხადებს ლევან ალექსიშვილი.

უნდა აღინიშნოს, რომ გადაცემა „დიალოგს“ „R“ ნიშანი დაახლოებით სამი კვირაა, რაც ადევს. მანამდე მუნიციპალიტეტის გამგეობის დაკვეთით ტელეკომპანია „გურჯაანის“ ეთერში სიუჟეტები საინფორმაციო გამოშვებებში გადიოდა ისე, რომ რეკლამა აღნიშნული არ იყო.

თამარ კორძაიას თქმით, ტელეკომპანია ამით პირდაპირ არღვევს მაუწყებლობის შესახებ კანონს, რადგან საინფორმაციო გადაცემების სპონსორობა აკრძალულია.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები