კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„არჩევნების შემდეგ საჯარო მოხელეები ჟურნალისტების მიმართ აგრესიას არ ფარავენ“

2 აგვისტო, 2010
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისის იურისტის ლია ხუროშვილის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საჯარო მოხელეები ჟურნალისტების მიმართ აგრესიას არ ფარავენ.

„ზოგიერთი მუნიციპალიტეტის გამგებელს მიაჩნია, რომ მუნიციპალიტეტში მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაციის რესპუბლიკის მასშტაბით გახმოვანება „ბოზობაა“. ამ მხრივ განსაკუთრებით რთული მდგომარეობა დედოფლისწყაროს რაიონშია, სადაც სამოქალაქო სექტორი პრაქტიკულად არ არსებობს“, - აღნიშნავს ხუროშვილი. იგი 3 ივლისს, დედოფლისწყაროში მომხდარ ინციდენტს იხსენებს, როცა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ვიდეოკამერა დაუზიანა.

„როცა რაიონის გამგებელი ჟურნალისტს ასე ექცევა და ამისთვის მას პასუხს არავინ სთხოვს, ეს დაუსჯელობის სინდრომს ამძაფრებს. ჩინოვნიკები რაიონის პირველი პირისგან მაგალითს იღებენ და ცდილობენ ჟურნალისტები დააშინონ. 2004 წლიდან დღემდე, ჟურნალისტებზე ზეწოლისა და თავდასხმის 10-ზე მეტი ფაქტიდან, მხოლოდ ერთია გამოძიებული, რადიო „ჰერეთის“ დირექტორის რამაზ სამხარაძის ცემის ფაქტი პარლამენტის ყოფილი დეპუტატის დავით კაპანაძის მიერ. სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობის შემდეგ კაპანაძე კონტროლის პალატის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ადამიანებს შეუძლიათ სცემონ ჟურნალისტი, დევნიდნენ თავისუფალ სიტყვას, შემდგომ დასაქმდნენ და დაწინაურდნენ“, - ამბობს ხუროშვილი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები