კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გარემოს დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტს უარყოფს

2 აგვისტო, 2010
გარემოს დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტს უარყოფს. სამსახურის უფროსის ეკატერინე ბენდელიანის განმარტებით, ის სამინისტროს ორივე თანამშრომელს ესაუბრა და მათ ჟურნალისტებთან დაპირისპირება კატეგორიულად უარყვეს.

„როდესაც სამინისტროს თანამშრომლებს ამ ფაქტთან დაკავშირებით ვესაუბრე, მათ ეს დაპირისპირება კატეგორიულად უარყვეს. ამიტომ, შემიძლია გითხრათ, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მაგრამ თუ რაიმე სახით ეს ზეწოლა დადასტურდა, ორივე თანამშრომლის მიმართ შესაბამისი ზომები აუცილებლად გატარდება“, - განაცხადა ბენდელიანმა.

შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანამშრომლებმა ალვერდ ჩანქსელიანმა და ხათუნა ახალაიამ, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებს მადონა ბატიაშვილსა და გელა მთივლიშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ინციდენტი 29 ივლისს, 17:00 საათზე, სამინისტროს შენობაში, ორჰუსის ცენტრში მოხდა. „ავადმყოფი ხარ შენ, მკურნალობა გჭირდება“; „იდიოტო, მარტო კი არ დაგარტყავ, უარესს გიზავ“; „ამ ხნის კაცი ვარ, მაგრამ სადაც შეგხვდები, შუაზე გაგხეთქავ“, - დაემუქრნენ ჟურნალისტებს სამინისტროს თანამშრომლები.

ინციდენტის აუდიოჩანაწერს შეგიძლიათ მოუსმინოთ ამ მისამართზე:

კახეთის საინფორმაციო ცენტრი     

ახალი ამბები