კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოხუმმა ქართველი მესაზღვრეების მიერ უკრაინული გემის დაკავება გააპროტესტა

4 აგვისტო, 2010
აფხაზეთის დე ფაქტი საგარეო სამინისტრომ ქართველი მესაზღვრეების მიერ უკრაინული გემის დაკავება გააპროტესტა.

„გემის დაკავებით საქართველო აგრძელებს აფხაზეთის ეკონომიკური იზოლაციის პოლიტიკას. თბილისის ქმედება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საზღვაო, ჰუმანიტარულ სამართალს და აგრესიის აქტად განიხილება“, - ნათქვამია აფხაზეთის დე ფაქტი საგარეო უწყების განცხადებაში.

ამასთან, სოხუმი „აღშფოთებას გამოთქვამს, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების უმოქმედობის გამო“ და ჟენევის დისკუსიაში მონაწილე მხარეებს მიმართავს, მიიღონ ზომები მსგავსი ფაქტების აღსაკვეთად.

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ფოთის ბაზის თანამშრომლებმა უკრაინის დროშის ქვეშ მცურავი გემი AKKORD 28 ივლისს დააკავეს.

ქართული მხარე გემის კაპიტანს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნაოსნობის წესების დარღვევას, კერძოდ აფხაზეთის საზღვაო რაიონში შესვლას ედავება. მცურავი საშუალება უკრაინიდან ფოთის პორტში მოდიოდა. იგი ხორბლით იყო დატვირთული. ეკიპაჟის 12 წევრიდან ერთი რუსეთის, დანარჩენი კი უკრაინის მოქალაქეები არიან.

სავარაუდოდ, გემი მეპატრონეს ჩამოერთმევა და აუქციონზე გაიყიდება. ამასთან, როგორც რუსული სააგენტოები წერენ, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჩამორთმეული ხორბალი ვაგონებში ჩაიტვირთა და სომხეთში გაიგზავნება.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები