კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლებამ ახმეტის მოსახლეობა მოსავლის გარეშე დატოვა

4 აგვისტო, 2010
ლეიბორისტული პარტია ალაზნის სარწყავ არხში წყლის უქონლობას აპროტესტებს. როგორც პარტიის ახმეტის კოორდინატორმა თემურ ბოდაველმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, მთელი ზაფხული ალაზნის სარწყავ არხში წყალი არ არის, რის გამოც ახმეტის 20-მდე სოფელი მოსავლის გარეშე დარჩა.

„ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნები როცა იყო 2008 წელს, ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პეტრე ცისკარიშვილმა ტელევიზიები აიტყვანა სარწყავი არხის სათავე ნაგებობაზე და თავს იწონებდა, რეაბილიტირებულია და მოსახლეობა სარწყავი წყლით მომარაგდებაო. ცისკარიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროსაც ამგვარად მოიქცა. არადა, ზაფხული გადის და ხალხს წყალი არ აღირსეს, სტიქიამ კალაპოტი დააზიანაო. ცენტრალური ბიუჯეტიდან ახმეტას ძალიან დიდი თანხები ერიცხება და სად მიდის ამდენი ფული, გაურკვეველია. ახმეტის საკოლმეურნეო ბაზარში ადგილობრივი პროდუქცია საერთოდ არ არის, ყველაფერი შემოტანილია და ძალიან ძვირი ღირს. ხელისუფლებამ რაიონის მოსახლეობა მოსავლის გარეშე დატოვა“, - აღნიშნა თემურ ბოდაველმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი   

ახალი ამბები