კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნახევრად დაკარგული ზემო ნიქოზი

5 აგვისტო, 2010
საბა წიწიკაშვილი, შიდა ქართლი

სოფელ ზემო ნიქოზში პირადობის მოწმობების გარეშე შესვლა აკრძალულია. დასახლების დასაწყისში განლაგებული საქართველოს შეიარაღებული ძალები შემსვლელ-გამსვლელს მკაცრად აკონტროლებს. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისის წარმომადგენელი  ფრონტისპირა სოფელში მცირე ინციდენტს შეესწრო.

სპეცრაზმის თანამშრომლები უპასპორტო ქალბატონის დაკავებას შეეცადნენ. ეს ქალბატონი ზემო ხვითიდან თანასოფლელთან ერთად თბილისი-ნიქოზის მიკროავტობუსით მოდიოდა და როგორც თავად გვითხრა, პირადობის მოწმობა შემთხვევით სახლში დარჩა. მოქალაქეები პოლიციის თანამშრომლებს უხსნიდნენ, რომ ქალბატონი ადგილობრივი მაცხოვრებელი იყო, მაგრამ ისინი ამას ყურადღებას არ აქცევდნენ. ჩვენ განვუცხადეთ, რომ არც ჩვენ გვქონდა პირადობის მოწმობა, რასაც ჩვენი დაპატიმრების მცდელობა მოჰყვა. მოქალაქეებმა როცა უთხრეს, რომ ჟურნალისტები ვიყავით, პოლიციის მუშაკები იძულებულები გახდნენ, გავეთავისუფლებინეთ. მათ გაგვაფრთხილეს, რომ ამიერიდან პასპორტების გარეშე ნიქოზში შესვლა აღარ უნდა გავბედოთ.

ნიქოზიდან ძალიან ახლოს ჩანს ქალაქ ცხინვალის კორპუსები და მათი წითელი სახურავები. პოლიციის თანამშრომლები სოფლის შესასვლელში დგანან, სოფელში კი მხოლოდ პატრულირებენ. ისინი აკონტროლებენ ყველაფერს - იმასაც, თუ ვინ იმყოფება სოფელში. 

სოფელში შესვლამდე ნიქოზის კაშხალი უნდა გაიაროთ. კაშხალი პირობითად ჰქვია, რადგან სინამდვილეში ეს ობიექტი წყალსაცავს უფრო წარმოადგენს, სადაც წყლის გადაქაჩვა სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ - ერგნეთის მხარეს ხდება.

როგორც ნიქოზის წყალსაცავის ხელმძღვანელმა თამაზ ბაბუციძემ გვითხრა, წყალსაცავიდან წყლის აქაჩვას მხოლოდ ორი აგრეგატი ახდენს. წყალი ერგნეთს, მეღვრეკისს და მის მიმდებარე სოფლებს რწყავს. წყალსაცავის მეზობელი სოფლები - ნიქოზი და ხვითი უწყლობით გადახმა. გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ხმიადაშვილი ამბობს, რომ მომავალი წლისთვის წყალსაცავიდან წყლის გადაქაჩვა ნიქოზის მხარესაც მოხდება. რამდენად გაამართლებს ეს პროექტი, ჯერჯერობით უცნობია, რადგან სადაც წყალსაცავიდან წყალი მიედინება, იქაც პრობლემებია. ეს პრობლემები ელექტროენერგიის გადასახადს ეხება.

კომპანია „მტკვარი ემ“ იმდენად დახარბებულია ფულს, რომ ნებისმიერ შეხვედრაზე და კომენტარისას მუდმივად თანხებს ითხოვს. არადა, ამ ორგანიზაციას საკმაოდ სოლიდური თანხები ერიცხება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე გორის და კასპის ბიუჯეტებიდან. მაგალითად, მარტო გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი წელიწადში 200 000 ლარს ურიცხავს, ხოლო კასპის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ოდნავ ნაკლებს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისი აპირებს მოიძიოს ყველა ის დაფინანსების წყარო, რომელსაც კომპანია „მტკვარი ემ“-ს აფინანსებს. მანამდე კი მვყვეთ, რა ხდება ნიქოზში...

სოფელში სარწყავი წყლის არხი დამშრალია. არხს აშკარად  ეტყობა, რომ მასში წყალი იშვიათად მიედინება. ხეხილის ბაღები თითქმის გადამხმარია. ბალახები უწყლობის  გამო გადაყვითლებულია. სოფლის მკვიდრი გვეუბნება, რომ არხში წყალს ცხინვალიდან მხოლოდ მაშინ უშვებენ, როდესაც ქალაქს კანალიზაციის გაწმენდა სჭირდება და ეს კანალიზაცია მოდის ქართულ სოფლებში.

გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ მხარის გუბერნატორთან, ზურაბ არსოშვილთან გამართულ თათბირზე რაიონის გამგებელმა დავით ხმიადაშვილმა განაცხადა, რომ ოსებს წყალი გამოუშვიათ და პრობლემა აღარ არისო. ჩვენ კი სოფელში სხვა სიტუაცია დაგხვდა. ნიქოზელები ამბობენ, რომ  წყლისა გამოშვება მხოლოდ რამდენიმე დღე გრძელდება, თანაც ღამით.

„ვისი ნაკვეთებიც ახლომახლოა, მხოლოდ ისინი ახერხებენ ასეთ დროს მორწყვას. მე, მაგალითად, მაგ დროსაც ვერ მივდივარ ნაკვეთში, რომ მოვრწყა, რადგან შესაძლოა, ჩვენმა თანასოფლელმავე ბარი გადაგცხოს თავში და მოგკლას. 50 პომიდორის გულისთვის რაზე უნდა მოვაკვლევინო თავი?“ - გვეუბნება ერთ-ერთი ნიქოზელი.

ზემო ნიქოზში გაყვანილი ბუნებრივი აირის მილები დაზიანებულია. უფრო მეტიც, მილები დახვრეტილია და იქ გაზის მიწოდების შანსი ნაკლებია. ნიქოზელები გვეუბნებიან, რომ თავის დროზე ბუნებრივი აირის მილების გაყვანის დროს ძველი მილები გამოიყენეს. გარდა ამისა, პრობლემებია ელექტროენერგიის თვალსაზრისით. ნიქოზელებმა მაგალითად ეროვნული ფორუმის ლიდერს გუბაზ სანიკიძეს შესჩივლეს, რომ მიუხედავად ინდივიდუალური გამრციხველიანებისა, მოსახლეობას მაინც გაზრდილი ტარიფით უხდებათ გახარჯული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა.  ასევე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გუბერნატორთან შეხვედრაზე გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ხმიადაშვილმა განაცხადა, რომ ამ მხრივ სოფლებში ყველაფერი კარგადაა.

ახალი ამბები