კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - „ტერორიზმი 2009, ქვეყნების ანგარიში“

9 აგვისტო, 2010
რუსეთიდან აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ადამიანები, საქონელი და პოტენციურად სახიფათო საგნები უკონტროლოდ შეედინება . ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში - „ტერორიზმი 2009 – ქვეყნების ანგარიში“.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში – აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ვითარება ძირითადად არ შეცვლილა და საქართველოს ხელისუფლება ამ რეგიონებსა და რუსეთს შორის საზღვარს ვერ აკონტროლებს. ანგარიშის ავტორთა შეფასებით, სწორედ არასაკმარისი კონტროლი ქმნის შესაძლებელს უკონტროლო ბრუნვას დე-ფაქტო რესპუბლიკებისა და რუსეთის ფედერაციის საზღვარზე.

„კონფლიქტის ზონების ადმინისტრაციული საზღვრები სრულად იყო მილიტარიზებული 2009 წელს, როცა იქ კონტროლი რუსეთის უშიშროების სახელმწიფო სამსახურმა დაამყარა. ამ ხაზებზე გადაადგილება მკაცრად კონტროლდება, თუმცა, ოფიციალური საბაჟო კონტროლი, უსაფრთხოების ინსპექტირება ან სხვა ანტიტერორისტული პროცედურები ამ საზღვრებზე არ მოქმედებს“, - ნათქვმია ანგარიშში.

ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო კვლავ მხარს უჭერს აშშ-ს
ძალისხმევას ტერორიზმის წინააღმდეგ. კერძოდ, საქართველოს ქვეთავში საუბარია ქართველი ჯარისკაცების და მთლიანად ქართული მხარის მონაწილეობაზე ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში.

აქვე ნათქვამია, რომ უსაფუძვლო იყო რუსეთის ბრალდება საქართველოს
მიმართ, თითქოს პანკისის ხეობას ჩეჩენი ტერორისტები აფარებდნენ თავს. ანგარიშის ავტორების აზრით, საზღვრების დაცვა, კორუფციასთან, ფულის გათეთრებასთან, ნარკოტიკებისა და იარაღის უკანონო ბრუნვასთან ბრძოლა საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტებად რჩება.

ინტერპრესნიუსი


ახალი ამბები