კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურიაში მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად ე.წ მაზავჩიკები აიაყვანეს

6 აგვისტო, 2010
სპეცოპერაციის შედეგად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ე.წ. `მაზავჩიკები~, ქურდული სამყაროს მიმდევრები და თანხის გამომძალველები აიყვანეს.
28 ივლისს, გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოს ერთობლივი ღონისძიებით, ლანჩხუთში ოთხი პირი თავიანთ ოჯახებში დილით აიყვანეს.

დაკავებულია, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი დიმა მეგრელაძე, წარსულში ნარკოტიკული მოხმარება_შენახვისათვის ნასამართლევი შალვა კუკულაძე, ვალერი და ირაკლი (იუზა) გოგიჩაიშვილები. ამავე საქმეზე დააკავეს ლანჩხუთელი ლევან ჩერქეზია.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულების ოჯახებიდან დიდძალი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები, მარიხუანა, ტანსაცმელი, ცეცხლსასროლი იარაღი, გარკვეული რაოდენობის თანხა და ავტომანქანა “ბეემვე” ამოიღეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ზურაბ გვენეტაძემ განაცხადა დაკავებულებს უკვე შეეფარდათ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის მე_180-ე მუხლით წაუყენეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში აღნიშნული მუხლი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნასამართლეობის შემთხვევაში კი 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

შორენა ღლონტი, გურია

ახალი ამბები