00:08, Tuesday, 22.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ნიკოლოზ კვეზერელის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა

10.08.2010
პარლამენტის ყოფილი წევრის ნიკოლოზ კვეზერელის ადვოკატის, კახა ხვისტანის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა. ადვოკატის თქმით, კორეელი ბიზნესმენი ქართველ სამართალდამცავებს ატყუებს. სასამართლომ კი კვეზერელს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მხოლოდ იმის გამო შეუფარდა, რომ აჩვენონ, თითქოს საქართველოში ინვესტორების ინტერესებს მაქსიმალურად იცავენ.

„გამოძიებას კითხვაც კი არ დაუსვამს აღიარებს თუ არა კვეზერელი ბრალს. პროკურატურა დაკითხვის დროს ამ საკითხს საერთოდ არ შეხებია. კვეზერელის პარტნიორს თავის ქვეყანაში სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს. ის ქართველ სამართალდამცავებს ატყუებს. ფული, რომელიც კვეზერელს ჯიბიდან ამოუღეს, ადვოკატის ჰონორარი იყო, რომელიც სასამართლო დავისთვის ესაჭიროებოდათ“, - აცხადებს ნიკოლოზ კვეზერელის ადვოკატი.

მისივე თქმით, რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ გაათავისუფლეს კვეზერელი გირაოთი, „არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, რადგან კორეელმა ინვესტორის სახე მოირგო, სასამართლოს გადაწყვეტილება სწორედ ამით უნდა აიხსნას - „ქვეყანაში ინვესტორების ინტერესებს მაქსიმალურად იცავენ“. როგორც კი ამ ადამიანის ცრუ ინვესტორობა გამოაშკარავდება და გაირკვევა მისი ქმედების მოტივაცია, გამოძიება მაშინვე მიიღებს გადაწყვეტილებას და კვეზერელს დაუყოვნებლივ გაათავისუფლებს“, - აღნიშნავს კახა ხვისტანი.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ კვეზერელი 6 აგვისტოს თაღლითობის და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით პროკურატურამ და შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა დააკავა. მას ბრალად ედება 2009 წელს კორეელი ინვესტორისათვის ჩელ ჰო პატისათვის თაღლითური გზით ფულის და ავტომობილის გამოძალვა. გამოძიების ინფორმაციით, კორეელ ინვესტორს კვეზერელმა ჯერ  10 000 დოლარი, შემდეგ 250 000 დოლარი, მოგვიანებით კი 40 000 დოლარად შეფასებული „ინფინიტის“ მოდელის ავტომანქანა გამოსძალა. კვეზერელმა ინვესტორს 10 000 დოლარი მისი კუთვნილი ნაკვეთის გასაყიდად მოწყობილი აუქციონის ჩაშლის სანაცვლოდ, 250 000 დოლარი კი, მშენებლობის ნებართვის სანაცვლოდ გამოსძალა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ნიკოლოზ კვეზერელს, აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC