კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპატრულო პოლიცია გარემოვაჭრეებს პუშკინის სკვერიდან ერეკება

10 აგვისტო, 2010
10 აგვისტოს თბილისში, პუშკინის სკვერში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებსა და გარემოვაჭრეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა .

პუშკინის სკვერისა და თავისუფლების მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის მოვაჭრეები გარევაჭრობის აკრძალვას აპროტესტებენ. ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ დილით მოსულებს ყველაფერი აყრილი და გადაყრილი დახვდათ.

ერთ-ერთი მოვაჭრის ნინო გაზდელიანის განცხადებით, დევნილია, ქირით ცხოვრობს, შემოსავლის ერთადერთი წყარო ვაჭრობიდან მიღებული შემოსავალი იყო, დღიურად პურის ფულს იღებდა, ახლა კი არ იცის ბავშვებს რა აჭამოს, ან ქირის ფული როგორ გადაიხადოს. მისი თქმით, მიწისქვეშა გადასასვლელში სამკაულებს ყიდდა.

სიგარეტის გამყიდველის ნუნუ გოგიას თქმით კი, თბილისიდან ყველა, ვისაც საშუალება აქვს დასასვენებლად გასულია. თავად 40-გრადუსიან სიცხეში ვაჭრობენ, რომ შვილებს ლუკმა-პური მიუტანონ. მისი თქმით, საქართველოდან წასასვლელი ფული რომ ჰქონდეს, ქვეყანას დატოვებდნენ. გოგია აცხადებს, რომ უგულავამ ჯიხურები დადგა, სადაც სიგარეტებიც იყიდება.

წიგნის გამყიდველის, ავთო ჩხაიძის განცხადებით, დღეს დილით მოსულს წიგნების ნაწილი წაღებული დახვდა. მან პროტესტის ნიშნად დარჩენილი წიგნები პუშკინის სკვერში დაწვა. გარემოვაჭრეები პუშკინის სკვერში ამ წუთებშიც არიან შეკრებილნი. ისინი ამ ადგილას ხვალაც აპირებენ შეკრებას და აქციის გამართვას. მათი განცხადებით, ბაზრებში ვერ ვაჭრობენ, ვინაიდან მაღალი გადასახადებია და ერთი ლარიც არ დარჩებათ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები