კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მაკკეინი აშშ-ის ხელისუფლებას ისევ საქართველოს შეიარაღებას ითხოვს

11 აგვისტო, 2010
სივილ ჯორჯია

„აგვისტოს ომიდან ორი წლის თავზე საქართველოს თავდაცვის სისტემის აღდგენაში აშშ-ის გრძელვადიანი დახმარება ესაჭიროება, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო და სარადარო სისტემების შესაძლო მიწოდებით“, - განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა 8 აგვისტოს Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

სენატორი მაკკეინი წერს, რომ მიუხედავად საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილისა ავღანეთის ოპერაციაში, „დიდი ძალისხმევა დაჭირდა იმას, რომ [აშშ–ის] ადმინისტრაციას [ავღანეთში] საბრძოლო მოქმედებებში მიმავალი ქართული სამხედრო ნაწილებისთვის ძირითადი აღჭურვილობა, ჯავშანმანქანები და სათადარიგო ნაწილები მიეცა“. 
 
„გარდა ამ მოკლევადიანი დახმარებისა, საქართველოს ასევე სჭირდება გრძელვადიანი მხარდაჭერა საკუთარი თავდაცვისთვის. ეს შეიძლება მოიცავდეს ტანკასწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის და ადრეული შეტყობინების სარადარო სისტემებს, ასევე თავდაცვის სხვა სისტემებს, რაც არ უნდა იქნას აღქმული ისე, რომ თითქოს აშშ საქართველოს მწვანე შუქს უნთებს სეპარატისტული რეგიონების წინააღმდეგ ძალის გამოსაყენებლად.  საქართველო ყოველთვის ნაკლებად ძლიერი იქნება, ვიდრე რუსეთი, თუმცა ეს არაა მიზეზი იმისათვის, რომ ის დაუცველად დავტოვოთ რუსეთის შემოჭრიდან ორი წლის თავზე“, – განაცხადა მაკკეინმა.

როდესაც აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონს ივნისის ბოლოს ჰკითხეს, თუ რატომ არ შეასრულა ვაშინგტონმა ბოლო ორის წლის განმავლობაში საქართველოს არცერთი თხოვნა იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით, მან უპასუხა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ვაშინგტონის პრიორიტეტი „დაძაბულობის შემცირება“ და იმის მიღწევაა, რომ რუსეთმა შეასრულოს 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები.

„არ გვგონია, რომ იარაღის მიყიდვა და სამხედრო აღჭურვილობა არის გზა იმ ვითარებისკენ, რომლის მიღწევასაც ჩვენ ვცდილობთ საქართველოში“, – განაცხადა გორდონმა.

თბილისში 5 ივლისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე სააკაშვილს ჰკითხეს აშშ–ის მიერ  საქართველოსთვის იარაღის მიყიდვაზე დაწესებულ ე.წ. „დე ფაქტო შეზღუდვებზე“, რაზეც მან უპასუხა, რომ საქართველოს "ძალიან კარგი თანამშრომლობა“ აქვს აშშ–სთან უსაფრთხოების სფეროში და ამის მაგალითად ავღანეთის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობა დაასახელა.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში „არის პროცესი“, რომელიც „ეტაპობრივად“ ვითარდება. მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ–ის პოლიტიკაზე „სასაყვედურო არაფერი გვაქვს“.

„იტარ–ტასთან“ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ მოსკოვი დაჟინებით ითხოვს „ფართო საერთაშორისო ემბარგოს“ დაწესებას საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე.

„დღეს შეიძლება ითქვას, რომ წარსულში საქართველოსთვის იარაღის ბევრმა აქტიურმა მიმწოდებელმა გააანალიზა თბილისის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის პოლიტიკა და გადახედა საკუთარ მიდგომას“, – განაცხადა კარასინმა, - „თუმცა, პრობლემა ჯერ კიდევ შორს არის მოგვარებისგან“.

ახალი ამბები