კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმში, ადლიის ტერიტორიაზე ნინიძეების ოჯახს სახლს უნგრევენ

11 აგვისტო, 2010
ქალაქ ბათუმში, ე.წ. ადლიის დასახლებაში, ნინიძეების ოჯახს, მერიის გადაწყვეტილების თანახმად, სახლს უნგრევენ. საუბარია ზღვასთან ახლოს მდებარე 2700 კვ.მ ფართობზე, სადაც საცხოვრებელი სახლი და ბაღია განთავსებული. ამ დროისათვის ადგილზე პოლიციისა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან და სახლიდან ავეჯი გამოაქვთ, პარალელურად ფანჯრებსაც ხსნიან.

ნინიძეების სახლის დანგრევის მიზეზად, მერიის ზედამხედველობის სამსახურში, ექსპროპრიაციის შესახებ კანონს ასახელებენ. მათი თქმით, აღნიშნული სახლი გზის გაყვანას უშლის ხელს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ გზა უკვე გაყვანილია და შესაბამისად, აღნიშნულ სახლს ამ პროცესისათვის ხელი არ შუშლია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნინიძეების სახლზე ბათუმის მერიას ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება კი ოჯახის წევრებმა 14 ივნისს გაიგეს.

„ჩვენთან მოვიდა ბათუმის მერი რობერტ ჩხაიძე, რომელმაც ამ სახლის სანაცვლოდ სხვა ალტერნატიული ტერიტორიის გამოყოფას დაგვპირდა, მოგვიანებით კი დანაპირები არ შეასრულა. დღეს დილით კი პოლიციის 200-მდე თანამშრომელი გაუფრთხილებლად მოგვადგა ოჯახში და სახლის დაცლა მოგვთხოვა“, - აცხადებს ოჯახის წევრი კაკო ნინიძე.

ოჯახის წევრებმა ხელისუფლების დღევანდელ ქმედებას ვანდალიზმი უწოდეს და აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში სარჩელს სტრასბურგის სასამართლოში შეიტანენ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები