კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აგვისტოს ომში დასახიჩრებული ჯარისკაცი მკურნალობას ვერ ახერხებს

11 აგვისტო, 2010
2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომში დასახიჩრებული ჯარისკაცი 23 წლის ნიკა ამირაჯიბი მკურნალობას ვერ ახერხებს. ომის შემდეგ ექიმებმა მას თავის ტვინის შერყევის, ქალა-ტვინის დახურული ტრავმისა და კონტუზიის დიაგნოზი დაუსვეს. დაზარალებულს ორი თვის განმავლობაში მეტყველება საერთოდ დაკარგული ჰქონდა. უძილობა, უნებლიე მოძრაობები და პრობლემები ახლაც აქვს, მაგრამ უსახსრობის გამო სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებს.

ოფიციალური მონაცემებით, ნიკა ამირაჯიბი საქართველოს სამხედრო ძალებში 2008 წლის მარტიდან მსახურობდა. 2008 წლის 11 სექტემბერს თავდაცვის სამინისტროს ცალკეული სამედიცინო ბატალიონის სამხედრო საექიმო კომისიამ ჯარისკაცი სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად ჩათვალა. ამის შემდეგ იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს. თავდაცვის სამინისტროს მისთვის არანაირი კომპენსაცია არ მიუცია. ნიკას დედის, ირმა ამირაჯიბის თქმით, სამინისტროდან ვინმე არც ომის შედეგად დაზარალებული ჯარისკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობით და მისი მკურნალობის საკითხით დაინტერესებულა.

კითხვაზე, ეკუთვნოდა თუ არა ომის შედეგად დაზარალებულ ნიკა ამირაჯიბს სამხედრო ძალებიდან გათავისუფლების შემდეგ კომპენსაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს: „არა, იმიტომ, რომ დასახიჩრება მიღებულია სამხედრო სამსახურის მოვალეობათა შესრულების დროს უბედური შემთხვევის შედეგად, რომელიც არ უკავშირდება სამხედრო სამსახურის მოვალეობათა შესრულებას“.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი    

ახალი ამბები