კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციელების მიერ ნაცემი ახალგაზრდის ოჯახი გამოძიებას არაობიექტურობაში ადანაშაულებს

13 აგვისტო, 2010
სიღნაღის რაიონის დაბა წნორში მცხოვრები ბაგალიშვილების ოჯახი სიღნაღის პროკურატურას არაობიექტურობაში ადანაშაულებს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურამ ბაგალიშვილმა განუცხადა, მისი შვილი სიღნაღის პოლიციის თანამშრომლებმა ლევან ხარატიშვილმა და ოთარ თოფჩიშვილმა სასტიკად ცემეს, რის შედეგადაც სხეულის დაზიანებები მიიღო, მოძალადეები კი ამ დრომდე დაუსჯელები არიან.

„ხარატიშვილმა და თოფჩიშვილმა ჩემი შვილი 23 წლის გურამ ბაგალიშვილი 2010 წლის 1 იანვარს სასტიკად ცემეს. ცეცხლსასროლი იარაღის ჩარტყმით თავი სამ ადგილას გაუტეხეს. ყველა მტკიცებულება გვაქვს, რითაც დასტურდება, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა ხულიგნობას, ცემას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, თუმცა პროკურატურა მათ პასუხისგებაში არ აძლევს“, - ამბობს დაზარალებულის მამა.

სიღნაღის პროკურატურის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 332-ე მუხლით მიმდინარეობს. პოლიციის თანამშრომლები პირადი განცხადებების საფუძველზე გათავისუფლებულები არიან სიღნაღის პოლიციიდან.

უნდა აღინიშნოს, რომ სიღნაღის პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ეს მოქალაქეების სასტიკად ცემის პირველი ფაქტი არ არის. ცოტა ხნის წინ, სიღნაღის პოლიციის უფროსის მოადგილემ ოთარ დიღმელაშვილმა მოქალაქე გელა კუტიბაშვილი ისე ცემა, რომ მას 12 კბილი და ყბის ძვალი ჩაუმტვრია, რის შემდეგაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავა. კუტიბაშვილის არაერთი საჩივრის მიუხედავად, დიღმელაშვილი დააწინაურეს და რაიონული სამმართველოდან სამუშაოდ შს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი       

ახალი ამბები