კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისში საჯარო სკოლებიდან გათავისუფლებული პედაგოგების 154 განცხადებაა შესული

13 აგვისტო, 2010
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისში საჯარო სკოლებიდან გათავისუფლებული პედაგოგების 154 განცხადებაა შესული. ამის შესახებ უფლებადაცვითი ორგანიზაციის იურისტმა ლია ხუროშვილმა განაცხადა.

„საჯარო სკოლებიდან გათავისუფლებული მასწავლებლები სამსახურში აღდგენას ითხოვენ. ამასთან, ბევრი მათგანი განცხადებაში მიუთითებს სკოლების დირექტორების დანაშაულებრივ საქმიანობაზე, კორუფციის, ქრთამის აღების და სხვა ფაქტებზე. მასწავლებლები სკოლებიდან აბსოლუტურად უსაფუძვლოდ არიან გათავისუფლებულები. დირექტორების მიერ გამოცემული ბრძანებები არ აკმაყოფილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც გასაუქმებელია“, - აღნიშნეს „ადამიანის უფლებათა ცენტრში“.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი კვირის განამვლობაში, კახეთში, საჯარო სკოლებიდან პედაგოგებს მასობრივად ათავისუფლებენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, მაგალითად, ამ დროისთვის, კარდენახის საჯარო სკოლიდან 20, ქვემო ბოდბის საჯარო სკოლიდან 19, ანაგის საჯარო სკოლიდან 16, გურჯაანის მე-3 საჯარო სკოლიდან 12 პედაგოგია გათავისუფლებული.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი   

ახალი ამბები