კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოძრაობა „არა“-ს წევრი პატიმრობიდან გათავისუფლდა

16 აგვისტო, 2010
პატიმრობის ვადის დასრულების შემდეგ, მოძრაობა „არა“-ს წევრი აკაკი დარასელია პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

როგორც მოძრაობა „არა“-ს ლიდერმა ლევან ჩიტაძემ განაცხადა, დარასელია, რომელმაც დროებითი მოთავსების #2 იზოლატორი უკვე დატოვა, თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და პროტესტის გამოხატვას მომავალშიც აპირებს.

ჩიტაძის თქმით, უპრეცედენტო შემთხვევაა ქართული სასამართლოების ისტორიაში, როდესაც სასამართლოში წესრიგის დარღვევისათვის პირს 30-დღიან პატიმრობას უფარდებენ. მისი განმარტებით, აღნიშნული დარღვევისათვის, როგორც წესი, მოსამართლე გაფრთხილებით, ან 500 ლარამდე ჯარიმით შემოიფარგლება.

ჩიტაძე ასეთ მკაცრ გადაწყვეტილებას მოსამართლის პოლიტიკურ ანგაჟირებულობას უკავშირებს. მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ გამოიტანა, როდესაც გაარკვია, რომ დარასელია „არა“-ს წევრი იყო.

ლევან ჩიტაძის განცხადებით, აკაკი დარასელია მოსამართლის ბრძანებით, სასამართლო სხდომის დარბაზში 14 ივლისს დააკავეს. იგი მოძრაობა „არას“ წევრის, ლუარსაბ ჟვანიას სასამართლო პროცესს ესწრებოდა, რა დროსაც პროტესტი გამოთქვა და განაცხადა, რომ ლუარსაბ ჟვანია ვანო მერაბიშვილის პირადი პატიმარი იყო. ეს გამონათქვამი კი მოსამართლემ სასამართლოს შეურაცხყოფად ჩათვალა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები