კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

1 ლარად გაყიდული მთა და ქუჩაში დატოვებული 6 ოჯახი

17 აგვისტო, 2010
13 აგვისტოს ფერიის მთაზე, ყოფილი სამხედრო ბაზის შენობაში მცხოვრებ 8 ოჯახს პოლიციის თანამშრომლებმა შენობა დააცლევინეს. შენობასა და მიმდებარე ფართს ახალი მფლობელი ჰყავს. კომპანია „ჰესტოკ ბათუმმა“ ერთი წლის წინ ფერიის მთა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძისგან პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად შეიძინა.

„ჰესტოკ ბათუმი“ ამ ტერიტორიაზე გასართობი ცენტრისა და საბაგირო გზის მშენებლობას გეგმავს.

ორსართულიან შენობაში 10 წელზე მეტია, მეწყრისა და ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები თვითნებურად ცხოვრობდნენ. ისინი სოციალურად დაუცველ კატეგორიას განეკუთვნებიან. სახელმწიფო ალტერნატიულ თავშესაფარს მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეთა ორ ოჯახს სთავაზობს. დანარჩენ 6 ოჯახს კი თავშესაფარიც არ გააჩნიათ.

„სად უნდა წავიდე, წასასვლელი არსად მაქვს. უკვე 10 წელია აქ ვცხოვრობ, ხულოს რაიონში, სოფელ ხიხაზირში სახლი მეწყერმა დამიზიანა და აქ იმის შემდეგ წამოვედი. მაშინ, აბაშიძის პერიოდში, მოგვცეს აქ ცხოვრების უფლება და დაკანონებასაც დაგვპირდნენ. ახლა კი გვეუბნებიან, რომ ტერიტორია სასწრაფოდ უნდა დავტოვოთ“, - ამბობს ყოფილ სამხედრო ბაზის შენობაში მცხოვრები თინა ჯაიანი.

შენობიდან გამოძევებულები აცხადებენ, რომ გასული ექვსი თვის განმავლობაში ოფიციალურ პირებთან შეხვედრა ვერ მოახერხეს: „ყოველთვის იმას გვეუბნებოდნენ, რომ მინისტრ ვაჟა ბოლქვაძე მივლინებაშიაო“. 

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები