კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველო Newsweek-ის მსოფლიო საუკეთესო ქვეყნების ასეულში ვერ მოხვდა

18 აგვისტო, 2010
საქართველო Newsweek-ის მსოფლიო საუკეთესო ქვეყნების ასეულში არ მოხვდა .
გავლენიანმა ამერიკულამ ჟურნალმა Newsweek-მა საუკეთესო ქვეყნების ასეული (The World’s Best Countries) გამოაქვეყნა.

ჟურნალის რეიტინგში „მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნის“ ასეულს სათავეში ფინეთი უდგას. რეიტინგში შესულია მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ქვეყნები, რომლებიც ხუთი პოზიციის მიხედვით შეირჩა: ჯანდაცვის, ეკონომიკური განვითარების, განათლების, პოლიტიკური მდგრადობის და ცხოვრების დონის მიხედვით.

რეიტინგის პირველ სამეულში ფინეთი, შვეიცარია და შვედეთი შევიდა. 10-ეულში მოხვდნენ ავსტრალია, ლუქსემბურგი, ნორვეგია, კანადა, ნიდერლანდები, იაპონია და დანია. 100-ეულს კი ბურკინა-ფასო, ნიგერია და კამერუნი ასრულებს.

„ნიუსვიკის“ ვერსიით, ჯანდაცვის საუკეთესო სისტემა იაპონიაშია, სადაც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 82 წელია. იაპონიას პირველი ადგილი უკავია ასევე განათლების სფეროს სეგმენტში. ცხოვრების დონით პირველ ადგილს ავსტრალია იკავებს.

„ეკონომიკის სფეროში ყველაზე დინამიურ ქვეყანად“ სინგაპური სახელდება. საუკეთესო პოლიტიკური მდგრადობის ქვეყნებად კი განა, პოლონეთი, ავსტრალია და გერმანიაა დასახელებული.

რეიტინგში აშშ-ს მე-11, რუსეთს 51-ე, ხოლო უკრაინას 49 ადგილი უკავია.

ინტერპრესნიუს

ახალი ამბები