კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კოტე კაპანაძის საქმე უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდა

19 აგვისტო, 2010
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენი, რომლითაც „ახალი მემარჯვენეების“ მხარდამჭერს, კოტე კაპანაძეს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. როგორც კოტე კაპანაძის ძმამ, ვაჟა კაპანაძემ განაცხადა, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. კოტე კაპანაძე თავს დამნაშავედ არ სცნობს და ამბობს, რომ პოლიტპატიმარია.

შეგახსენებთ, რომ შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა კოტე კაპანაძე 2009 წლის 23 ივნისს დააკავეს. პროკურატურამ კაპანაძე, საგადასახადო ინსპექციაში მუშაობის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა.

სამართალდამცავები ლაგოდეხის რაიონის სოფელ კართუბანში მცხოვრები კოტე კაპანაძით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ის „ახალი მემარჯვენეების“ აქტიური მხარდამჭერი გახდა. კოტე კაპანაძის ძმა ვაჟა კაპანაძე კი „ალიანსი საქართველოსთვის“ თბილისის ოფისში მუშაობდა. ალიანსის რაიონული ორგანიზაცია ლაგოდეხში სწორედ კოტე კაპანაძის ხელშეწყობით ჩამოყალიბდა. რაიონული შტაბის ხელმძღვანელად ნუცა პაპავაც მისი რეკომენდაციით დაინიშნა.

კოტე კაპანაძე 2009 წლის გაზაფხულზე, არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ, საქართველოს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, თბილისში ორგანიზებულ საპროტესტო აქციებშიც მონაწილეობდა. იგი ლაგოდეხიდან თბილისში ოპოზიციის მხარდამჭერთა მასობრივად გადაყვანის პროცესსაც ხელმძღვანელობდა. კაპანაძის მეუღლის, შორენა ნეფარიძის თქმით, იმ პერიოდში ოპოზიციის მხარდამჭერთა ტრანსპორტირების ხარჯებს მთლიანად კოტე იხდიდა.

ამ საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიება შეგიძლიათ იხილოთ ამ მისამართზე: http://ick.ge/ka/jinvestigation/204-2010-01-30-17-38-32.html

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები