კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი კობა სუბელიანს დევნილების გამოსახლების გარკვეულ ასპექტებზე ყურადღების გამახვილებას ურჩევს

19 აგვისტო, 2010
ინტერპრესნიუსი

სახალხო დამცველი იზიარებს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების აუცილებლობას, რაც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის განკარგულებით (იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2009-2012 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის შესაბამისად). თუმცა, ომბუდსმენი მიმართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს, გამოსახლების პროცესის გარკვეულ ასპექტებზე ყურადღება გაამახვილოს.


სახალხო დამცველი და მისი აპარატი თვალყურს ადევნებდა თითოეული გამოსახლების პროცესს. სახალხო დამცველის აზრით, არის საფრთხე, რომ დევნილებში სამინისტროს მიმართ უნდობლობა გაჩნდება, რაც მომავალში სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესს გაართულებს. განხორციელებული მონიტორინგის შედეგად რამდენიმე ტიპის პრობლემა გამოიკვეთა.

„დევნილები, როგორც წესი, გამოსახლების შესახებ 5 დღით ადრე გააფრთხილეს. დევნილები მიუთითებენ, რომ ხშირ შემთხვევაში გაფრთხილება ზეპირ ხასიათს ატარებს. გამოსახლების მცირე ვადები, დევნილებს არ აძლევს საშუალებას, შენობები დაცალონ. სიტუაციას ის ფაქტიც ართულებს, რომ შენობებში სხვადასხვა კატეგორიის დევნილები არიან განსახლებულნი. საქართველოს კანონმდებლობით კი თითოეული კატეგორიისათვის სხვადასხვა ტიპის მოპყრობა და სამართლებრივი გარანტიაა გათვალისწინებული“, - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველის ცნობით, დევნილები არ ფლობენ ინფორმაციას ალტერნატიული საცხოვრებლის შესახებ, ან ალტერნატიული ფართი საცხოვრებლად აუცილებელ მინიმალურ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.

„დევნილთა განმარტებით, თავად გამოსახლების პროცესი შეურაცხმყოფელ ხასიათს ატარებს. ხშირია სიტყვიერი შეურაცხყოფის, არასათანადო მოპყრობის ფაქტები. ცალკეულ შემთხვევაში დევნილები ფიზიკურ შეურაცხყოფაზეც კი მიუთითებენ. მიმაჩნია, რომ აუცილებელია შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებსა და დევნილებს შორის მეტი კომუნიკაცია. დევნილებს გამოსახლებამდე უნდა ჰქონდეთ ზუსტი წარმოდგენა და ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მათ მიმართ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ“, - ნათქვამია გიორგი ტუღუშის განცხადებაში.

სახალხო დამცველის აზრით, ასევე, მნიშვნელოვანია დევნილ მოსახლეობას მიეცეს შესაძლებლობა შეთავაზებული ალტერნატიული ფართი წინასწარ მოინახულოს და ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს. 

სახალხო დამცველი დევნილთა გამოსახლების პროცესის მონიტორინგს აგრძელებს. ამასთან, სრულყოფილი სურათის მისაღებად, სახალხო დამცველმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს მიმართა და პროცესის სამართლებრივი შესწავლისათვის აუცილებელი ინფორმაცია გამოითხოვა.

ახალი ამბები