19:03, Saturday, 22.02.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სახალხო დამცველი სასამართლო პრაქტიკაში არსებულ სისტემურ პრობლემებს ააშკარავებს

23.08.2010

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

საქართველოს სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილების შესწავლის შედეგად, რომლითაც 15 აგვისტოს დაკავებულებს ირაკლი კაკაბაძეს, ალეკო ჩიღვინაძეს და შოთა დიღმელაშვილს ადმინისტრაციული სახდელი დაედოთ, იკვეთება ბევრი პრობლემა, რომელიც დღეისათვის სასამართლო პრაქტიკაში სისტემურ ხასიათს ატარებს.

„დადგენილება მიუთითებს რომ კაკაბაძემ, ჩიღვინაძემ და დიღმელაშვილმა დაარღვიეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173–ე მუხლი, რაც გამოიხატა იმაში, რომ ზემოაღნიშნული პიროვნებები არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, ჯორჯ ბუშის ბილბორდთან სავალ ნაწილზე იდგნენ და აფერხებდნენ ავტოსატრანსპორტო ნაკადის მოძრაობას. ამასთან, საღებავებით ღებავდნენ სურათს. ხოლო პოლიციის კანონიერი მოთხოვნას წესრიგის დაცვის თაობაზე არ დაემორჩილნენ და გაუწიეს წინააღმდეგობა.

გავრცელებული ვიდეო მასალიდან ჩანს, რომ აქციის მონაწილეებს აქციის მიმდინარეობისას ხელი არ შეუშლიათ ტრანსპორტის მოძრაობისთვის. ისინი იდგნენ ე.წ. „უსაფრთხოების კუნძულზე“ და კითხულობდნენ ლექსებს, აღნიშნული კი თავის თავად არ წარმოდგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოთხოვნების უგულვებელყოფას.

ვიდეო მასალიდან ასევე კარგად ჩანს, რომ აქციის მონაწილეებს არ გაუწევიათ საპატრულო პოლიციისთვის წინააღმდეგობა დაკავების პროცესში და ისინი დაემორჩილნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნებს.

სასამართლოს განმარტებით, სამართალდარღვევას ადგილი ჰქონდა როდესაც ბილბორდზე წარწერების შესრულებისას აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის მოთხოვნას შეეწყვიტათ აღნიშნული ქმედება. აღნიშნულის დასამტკიცებლად სასამართლო ეყრდნობა პატრულ-ინსპექტორის ახსნა-განმარტებას.

ამასთან, როგორც სახალხო დამცველისთვის არის ცნობილი, სასამართლომ პროცესის მსვლელობისას არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელიც მოითხოვდა არსებული ვიდეო მასალის სასამართლო პროცესზე წარმოდგენას, რაც  მოსამართლისთვის ნათელს გახდიდა აქციის მონაწილეთა და სამართალდამცავთა ქმედებებს.

გამომდინარე იქიდან, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამორკვევას უნდა ეფუძნებოდეს, მნიშვნელოვანია სასამართლოს მიერ შესწავლილ იქნას ყველა შესაძლო მტკიცებულება. სახალხო დამცველს არაერთხელ გაუსვამს ხაზი იმ გარემოებისთვის, რომ არსებული პრაქტიკა საგრძნობლად განსხვავდება ზემოხსენებულისგან და სასამართლო, როგორც ძირითად მტკიცებულებას ეყრდნობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების ახსნა-განმარტებას.

აღნიშნული წარმოადგენს პრობლემას, რომელიც დაკავშირებულია მტკიცებულებათა ნაკლებობასთან. კონკრეტულ შემთხვევაში, ერთი მხრივ, სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლო მსვლელობის პროცესში მან განიხილა სამართალდარღვევათა ოქმი და მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები, თუმცა მეორე მხრივ, იგი თავის მსჯელობასა და დასაბუთებაში ეყრდნობა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების ჩვენებასა და ახსნა-განმარტებას და ნაკლებად იყენებს დაცვის მხარის მიერ მოპოვებულ ინფორმაციასა და მოწმეთა ჩვენებებს.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი კვლავ მიუთითებს, ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს არსებულ პრობლემაზე, რომელიც დაკავშირებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173–ე მუხლის დამოუკიდებლად გამოყენებასთან. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავ ორგანოთა წარმომადგენლების კანონიერი მოთხოვნისადმი ბოროტად დაუმორჩილებლობისათვის. იმისათვის, რომ სახეზე დასახელებული მუხლის შემადგენლობა გვქონდეს, აუცილებელია არსებობდეს კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რომლის შეჩერების მოთხოვნითაც მიმართავს სამართალდამცავი პირს და რომელსაც იგი არ ემორჩილება. თუმცა გაურკვეველია, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის რომელი კანონიერი მოთხოვნა არ სრულდება, მაშინ, როდესაც სამართალდარღვევათა ოქმი მხოლოდ 173–ე მუხლს ეფუძნება.

წინამდებარე შემთხვევაშიც საქმე გვაქვს აღნიშნულ საკითხთან. სასამართლო ადგენს რომ დაირღვა კოდექსის მხოლოდ 173–ე მუხლი, ისე რომ არ მიუთითებს, აღნიშნული მუხლის დარღვევა კოდექსის რომელი სხვა ნორმის დარღვევით იყო გამოწვეული. სასამართლო მსჯელობს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა კოდექსის 150–ე მუხლის დარღვევას, თუმცა, აქვე მიუთითებს, რომ „ამ შემთხვევაში სასამართლო არ იხილავს საქმეს აღნიშნული კოდექსის 150–ე მუხლით“.

აღნიშნული პრობლემების შესახებ სახალხო დამცველს არაერთხელ გაუმახვილებია ყურადღება, მათ შორის სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშში.  ,,თუმცა, სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ჩვენს მიერ ხაზგასმული პრობლემები ჯერაც აქტუალურია და საჭიროა მათზე ადეკვატური რეაგირება“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.     
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC