კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამეგრელოს რეგიონი, მესტიის ფილიალი

23 აგვისტო, 2010
თეა თოფურია

მესტიის მოსახლეობა ლიბერთი ბანკის მიმართ პროტესტს გამოთქვამს. ლიბერთი ბანკის მესტიის ფილიალში ბანკის ბეჭედზე სვანეთის ნაცვლად სამეგრელო აწერია.

,,სამეგრელოს რეგიონი, მესტიის ფილიალი” – ასეთი წარწერა აქვს ლიბერთი ბანკის ბეჭედს მესტიის რაიონში, მაშინ როცა რეგიონი სამეგრელო-ზემო სვანეთისაა და მესტიაც სვანეთშია და არა სამეგრელოში. ,,ზემო სვანეთის” წარწერიდან გაქრობა მოსახლეობამ ცუდ ნიშნად მიიღო. აქ ახსოვთ, რომ როგორ დაარქვეს სვანეთის ნაწილს ზემო აფხაზეთი, რომელიც დღეს უკონტროლო ტერიტორიაა. მოსახლეობის ნაწილს ეჭვიც კი გაუჩნდა, რომ მთავრობაში სვანეთის სამეგრელოსთან მიერთება იგეგმება.

მესტიის გამგებელ გოჩა ჭელიძეს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდა.

გოჩა ჭელიძე: ,,საყურადღებო საკითხია. არ ვიცოდი და ახლა ყურადღებას მივაქცევ”.

ლიბერთი ბანკი საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადებით, საკითხს აუცილებლად გაარკვევენ და შესაბამისს ზომებს მიიღებენ.

ახალი ამბები