კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმარმა ქალმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა

25 აგვისტო, 2010
პატიმარმა ანა მაზანაშვილმა, რომელიც ქალთა კოლონიაში უკვე 4 წელია სასჯელს იხდის, პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა, პატიმარი მიიჩნევს, რომ სრულად აკმაყოფილებს შეწყალების მოთხოვნებს, საბუთებიც გააგზავნა, თუმცა კომისიამ მისი საქმე არ განიხილა.

“ანა მაზანაშვილი ითხოვს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენელთან ან შეწყალების კომისიის წევრთან შეხვედრას, რათა საკუთარი მდგომარეობა აუხსნას. ამ ქალბატონს ჰყავს სამი შვილი, მოხუცი მამა და სოციალურად გაჭირვებული ოჯახიდანაა. იგი არ აღიარებს საკუთარ დანაშაულს და მიაჩნია, რომ სასჯელს უსამართლოდ იხდის”, - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

მისივე თქმით, მაზანაშვილის საქმე ორი წლის წინ გაიგზავნა სტრასბურგში და განხილვას ელოდება. ანა მაზანაშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მას ბრალი ტრეფიკინგში ედება. პატიმრის ადვოკატის თქმით, გორელმა ანა მაზანაშვილმა თურქეთიდან გამოქცეული სამი ყაზახი გოგონა შეიფარა და ეს ფაქტი ტრეფიკინგად მონათლეს.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ანა მზანაშვილის საპროტესტო ქმედების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები