კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასტუმრო “მედეას” ყოფილი თანამშრომლები კუთვნილ ხელფასს ითხოვენ

25 აგვისტო, 2010
სასტუმრო “მედეას” 25 ყოფილი თანამშრომელი ხელფასს წლებია ელოდება. თუმცა, არც ერთი სახელმწიფო უწყება მათ მიმართ დავალიანებას არ აღიარებს. თუ ვინ გადაიხდის თანამშრომელთა კუთვნილი 23 ათასზე მეტ ლარს, უცნობია.
სასტუმრო “მედეაში” დევნილების შესახელების შემდეგ, იქ დასაქმებულმა 25-მდე პირმა მუშაობა განაგრძო, მათ იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურების სანაცვლოდ ყოველთვიურად 25 ლარი უნდა მიეღოთ, მაგრამ პერსონალს ბოლო 4 წლის განმავლობაში მუშაობა ანაზღაურების გარეშე უხდებოდა. 
აზიზ ჩხეიძე, სასტუმრო “მედეას” ყოფილი თანამშრომელი: “დაგვრჩა თითოეულ ჩვენთაგანს თანხა ასაღები. ამის შესახებ მივმართეთ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ვაჟა ბოლქვაძეს, რომელმაც გვითხრა, რომ ეს მის კომპეტენციაში არ შედის. უარი გვითხრა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომაც. ვისი კომპეტენციაა ვეღარ გავარკვიეთ”.
აღნიშნული თანხის მიღებას სასტუმროს ყოფილი თანამშრომლები 2005 წლიდან უშედეგოდ ცდილობენ. პერსონალმა თანხის დაბრუნების იმედით თითქმის ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

მაკა მალაყმაძე,ბათუმი

ახალი ამბები