კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოჯახური ძალადობის ყველაზე მეტი ფაქტი კახეთში გამოვლინდა

30 აგვისტო, 2010
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2010 წლის 7 თვეში ოჯახური ძალადობის ყველაზე მეტი ფაქტი კახეთში გამოვლინდა. ოფიციალური ცნობით, დაზარალებულები ძირითადად ფეხმძიმე ქალები და მოხუცები არიან.

შსს-ს მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 686 მოძალადე მამაკაცი და 71 ქალია. არაოფიციალური მონაცემებით, ძალადობის ფაქტები გაცილებით მეტია.

გაეროს მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში ქალთა 20% ოდესმე მაინც იყო მოქცეული ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის, სასტიკი მოპყრობის ქვეშ მამაკაცთა მხრიდან, ხოლო ქალთა სიკვდილიანობის დაახლოებით ნახევარის მიზეზს ძალადობა წარმოადგენს.

როგორც გაეროს ექსპერტები აღნიშნავენ, „ძალადობა ქალთა წინააღმდეგ მსოფლიოში წარმოადგენს მათი სიკვდილიანობის და შრომისუუნარობის ისეთივე სერიოზულ მიზეზს, როგორიცაა კიბო და ჯანმრთელობის გაუარესების უფრო ხშირ მიზეზს, ვიდრე საგზაო შემთხვევები და მალარია ერთად აღებული“.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი   

ახალი ამბები