კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შეწყალებულ პატიმართა შორის ეკა ბესელიას ძმა და ძებნილი შვილიც არიან

30 აგვისტო, 2010
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულ პატიმართა შორის ეკა ბესელიას ძმა, სერგო ბესელია და ძებნილი ვაჟი რატი მილორავაც არიან. ამის შესახებ სერგო ბესელიას ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ბესელიასა და მილორავას შეწყალება პროკურატურის ინციატივით მოხდა.

„მართალია, მილორავა ძებნილი იყო, მაგრამ შეწყალება პრეზიდენტის იმპერატიული ნებაა და ამ შემთხვევაში შეწყალება რატი მილორავასაც შეეხო. ინიციატივა პროკურატურის მხრიდან წამოვიდა. მილორავაზე გაუქმდა ძებნა და მთლიანად სასჯელი – მას 1,6 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ასევე, მთლიანად გაუქმდა სერგო ბესელიას სასჯელიც. რაც შეეხება სამართლებრივ პროცედურას ძებნილის შეწყალებასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისთვის, როგორც დაპატირების, ისე შეწყალების დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა არა სამართლებრივ ნორმებს, არამედ პოლიტიკურ ნებას აქვს. ამდენად, ხელისუფლება თავად წყვეტს, ვინ დააპატიმროს ან გაათავისუფლოს“, - აღნიშნა გელშვილმა.

ადვოკატის ინფორმაციით, ბესელიასა და მილორავას გათავისუფლებას საქართველოს ხელისუფლებისგან საერთაშორისო ორგანიზაციები ითხოვდნენ.

„მოთხოვნის შესახებ ჩვენთვის ცნობილი იყო, მაგრამ არ მოველოდით, რომ ხელისუფლება ამ მოთხოვნას შეასრულებდა. წუხელ კი, სრულიად მოულოდნელად შევიტყვეთ, რომ ბესელია და მილორავა შეწყალებულთა სიაში არიან“, - განაცხადა გელაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, თავად ეკა ბესელია გეგუთში გაემგზავრა, სადაც მისი ძმა იხდიდა სასჯელს. გელაშვილის თქმით, ეკა ბესელია ძმისა და შვილის შეწყალებასთან დაკავშირებით განცხადებას, სავარაუდოდ, ხვალ გააკეთებს.

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა 240 პატიმარი შეიწყალა. მათგან 211 პატიმარი სასჯელისგან გათავისუფლდა, 27-ს სასჯელი გაუნახევრდა, ხოლო ორს სასჯელი შეუმცირდა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები