კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„დროა, ხელისუფლებამ დევნილთა აბუჩად აგდება შეწყვიტოს“

30 აგვისტო, 2010
თბილისის კომპაქტური ჩასახლებებიდან გამოსახლებული და უსახლკაროდ დარჩენილი  დევნილები  რამდენიმე დღეა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინიტროს წინ პროტესტის მძიმე ფორმას - შიმშილობას მიმართავენ.  თორმეტ მოშიმშილე დევნილთაგან ოთხს პირი აქვს ამოკერილი.

82 წლის  ლუბა თოდუა მოშიმშილეთა შორის უხუცესია: „ისნის სამხედრო ჰოსპიტალში ვცხოვრობდი, საიდანაც მოულოდნელად გამომასახლეს და ახლა წასასვლელი არსად მაქვს.  ხელისუფლებას ჯერ თხოვნოთ მივმართავ, შემდეგ კი მოვითხოვ, რომ  ჩემთვის ალტერნატიული თავშესაფარი გამონახოს. ნუთუ ამისთვის აუცილებელია შიმშილით მოვკვდე?!“

გენადი კეკელია, აფხაზეთიდან დევნილი: „ხელისუფლება, როგორც ჩანს, დაყრუვდა. რამდენიმე დღეა, უშედეგოდ ვითხოვთ  თავშესაფარს. დროა,  ხელისუფლებამ  დევნილთა აბუჩად აგდება შეწყვიტოს“.

დიმიტრი ომანაძე, აფხაზეთიდან დევნილი: „პოლიტიკურად დატვირთული შემოდგომა მოდის და როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ჩვენი თავიდან მოშორება გადაწყვიტა. ეშინიათ, საპროტესტო აქციებს არ შევუერთდეთ და საცხოვრებლად პერიფერიებში გვაგზავნიან“.
 
ნუნუ ბასარია, აფხაზეთიდან დევნილი: „უკვე მე-7 დღეა, პროტესტის ნიშნად, პირი მაქვს ამოკერილი და ვშიმშილობ. ამის მიუხედავად, ერთადერთი, რაც სამინისტრომ შემომთავაზა, ორასლარიანი დახმარება და დაპირებებია. მე უკვე დიდი ხანია, მათი დაპირებების აღარ მჯერა და თუკი თავშესაფარს არ გამომიყოფენ. მზად ვარ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დავასრულო“.

დევნილთა წინაშე მდგომ პრობლემათა გადაწყვეტის მიზნით 1 სექტემბერს გაიმართება დევნილთა დაცვის ასოციაციის დამფუძნებელი კრება, რომლის უმთავრესი ამოცანაც ამ ეტაპზე დევნილთა მასობრივი გამოსახლებებისათვის ხელის შეშლა და უკვე გამოსახლებულ დევნილთათვის ალტერნატიული თავშესაფრის გამოყოფა იქნება.

შორენა ლათათია

ახალი ამბები