კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელს გულგრილობაში ადანაშაულებს

2 სექტემბერი, 2010
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელს შოთა უტიაშვილს გულგრილობაში ადანაშაულებს. უფლებადაცვითი ორგანიზაციის ცნობით, გურჯაანის საბითუმო ბაზარში ს/ს „ავტოგაზის“ კუთვნილი მოძრავი ავტოგაზგასამართი სადგური დგას, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

„გურჯაანის საბითუმო ბაზარს, სადაც ვაჭრობა დილის 4:00 საათიდან 8:00 საათამდეა, ყოველდღიურად ასობით ადამიანი სტუმრობს. ვაჭრობის პერიოდში მიმდებარე ტერიტორია მანქანებით მთლიანად იკეტება. საბითუმო ბაზრის შუაში, საავტომობილო გზაზე ს/ს „ავტოგაზის“ კუთვნილი მოძრავი ავტოგაზგასამართი სადგური დგას. უსაფრთხოების არცერთი ნორმა დაცული არ არის. გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მყოფი ადამიანები სიგარეტს ეწევიან, ნამწვებს ჩაქრობის გარეშე ყრიან; სადგური მაღალი ძაბვის ელექტროენერგიის ანძიდან 15 მეტრით, რკინიგზიდან კი 5 მეტრით არის დაშორებული. რამდენიმე მეტრში კი საცხოვრებელი სახლებია. აღსანიშნავია, რომ მოძრავი ავტოგაზგასამართი სადგურიდან 40 მეტრში გურჯაანის მე-2 საჯარო სკოლის შენობაა. ტექნიკური უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით, მოძრავი ავტოგაზგასამართი სადგურისთვის ადგილი მუნიციპალიტეტის გამგეობამ უნდა გამოყოს და წესების დაცვაზეც პასუხისმგებლობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და შესაბამის სამსახურს ევალება, თუმცა გამგებელი ამ საკითხზე არ რეაგირებს. იმის გამო, რომ უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის, ნებისმიერ დროს, შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი დადგეს“, - განაცხადეს „ადამიანის უფლებათა ცენტრში“.

უფლებადაცვითი ორგანიზაციის რეგიონული კოორდინატორის თქმით, აღნიშნულ საკითხზე მუნიციპალიტეტის გამგებელს შოთა უტიაშვილის ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დაუკავშირდნენ.

„მაშინ გამგებელმა განაცხადა, რომ საბითუმო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა დასახლებული და სავაჭრო პუნქტიდან მოძრავი სადგურის გაყვანის მოთხოვნით გამგეობასაც მიმართეს. „დეტალების გარკვევა ჩემს პირველ მოადგილეს და ზედამხედველობის სამსახურს დავავალე. რამდენიმე დღეში გავარკვევთ და ინფორმაციას მოგაწოდებთ“, - აღნიშნა უტიაშვილმა, მაგრამ ერთი თვის შემდეგ რაიონის გამგებელს პასუხი ისევ არ აქვს“, - აღნიშნეს „ადამიანის უფლებათა ცენტრში“.

ფოტორეპორტაჟი შეგიძლიათ იხილოთ ამ მისამართზე: http://www.ick.ge/ka/photogalleries/2630-2010-09-02-06-47-39.html

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები