კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოტობაიაში შიშობენ, რომ ენგურსგამოღმა ნათესავებს ტელეფონით ვეღარ დაუკავშირდებიან

3 სექტემბერი, 2010
გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში ყოველ ახალ დღეს ახალი სირთულეები მოაქვს. ოტობაია ქართული სოფელია და იქაურებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ენგურსგამოღმა ნათესავებთან კომუნიკაცია. სამწუხაროდ, ქართული სატელეფონო ქსელებით სარგებლობა დღემდე მხოლოდ გალის რაიონის რამდენიმე სოფელში იყო შესაძლებელი, რადგან ეს სოფლები ადმინისტრაციულ საზღვართან ყველაზე ახლოს არიან და შესაბამისად, ქართული ქსელების დაფარვის ზონაშიც ხვდებიან.

თუმცა, მას შემდეგ, რაც ოტობაიას ცენტრში აფხაზური სატელეფონო ქსელის „ა-მობაილის“ ანტენა დადგეს, „მაგთი-ფიქსის“ ქსელის აბონენტებს უკვე პრობლემა შეექმნათ. ბოლო დროს საზღვრისპირა სოფლებში მასობრივად დაიდეს „მაგთი-ფიქსის“ სატელეფონო აპარატები, მისი მომსახურების დაბალი ტარიფების გამო და ამისთვის დიდი ხარჯიც გასწიეს. უახლოეს მომავალში მოსალოდნელია, ოტობაიაში „ა-მობაილის“ გვერდით კიდევ ერთი აფხაზური ოპერატორის - „აქუაფონის“ ანტენაც დაიდგას. მოსახლეობა შიშობს, რომ ამის შემდეგ სეპარატისტებმა შესაძლოა, ისეთი მოწყობილობა დაამონტაჟონ, რომელიც ქართულ სატელეფონო სიხშირეებს ჩაახშობს და მათ ნათესავებთან კომუნიკაციის საშუალება აღარ ექნებათ.

ასეთი საშიშროების მიუხედავად, მოსახლეობა ქართული მობილური ოპერატორების მომსახურებაზე უარის თქმას არ ჩქარობს. თუმცა, როდემდე გაგრძელდება გაურკვეველი მოლოდინი, არავინ იცის. იმასაც შიშობენ, რომ ოტობაიაში სოფელ ბარღების ინციდენტი განმეორდება. ამ სოფელში მცხოვრებ მოქალაქეებს აფხაზმა სეპარატისტებმა „მაგთი-ფიქსის“ ტელეფონები ძალის გამოყენებით წაართვეს, თუმცა ზოგიერთმა ტელეფონების დამალვა მოასწრო.

ინგა თაკალანძე, ოტობაია

ახალი ამბები