კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ჩვენს ძროხებთან ერთად ბარემ ჩვენც დაგვაპატიმრონ!..“

3 სექტემბერი, 2010
ფოთში, ნაბადას უბნის მოსახლეობა ხელისუფლებას საძოვრების გამოყოფას სთხოვს .
როგორც ნაბადას მცხოვრებლები ამბობენ, ის ტერიტორიები, რომელსაც ისინი დღემდე საძოვრებად იყენებდნენ, კერძო მფლობელობაში გადავიდა.

„საძოვრები, რომელსაც დღემდე ვიყენებდით, ინდუსტრიული ზონის ასაშენებლად არაბებს გადასცეს, მეორე კი ტერმინალისთვის ერთ-ერთ ბიზნესმენს. ჩვენ სადღა წავიდეთ, შიმშილით დავიხოცოთ? ხალხის ერთადერთი შემოსავალი ამ უბანში საქონელია, მეტი არაფერი გაგვაჩნია. თან, ეს ხომ ქალაქის ცენტრი არ არის, გარეუბანია. თუ სადმე ძროხას დაიჭერენ და დააპატიმრებენ, თითო სულზე 50 ლარიან ჯარიმას გვახდევინებენ, ბარემ ჩვენც დაგვაპატიმრონ იმ ძროხებთან ერთად და დაგვასვენონ, მაინც პატიმრებივით ვართ“, - განაცხადა ნაბადას უბნის ერთ-ერთმა მოსახლემ.

ფოთის საკრებულოს დადგენილებით, ქალაქის ტერიტორიაზე პირუტყვის გაშვება, პირველ ჯერზე ჯარიმის სახით, ერთ სულზე 50 ლარის, მეორე ჯერზე 100 ლარის გადახდას ითვალისწინებს. თუ მსგავსი შემთხვევა კიდევ განმეორდება, პირუტყვს გაყიდიან, თანხას კი მეპატრონეს გადასცემენ.

დადგენილების შესრულებაზე კონტროლს ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახური ახორციელებს. შეღავათების არ დაშვების შემთხვევაში, ნაბადას მოსახლეობა ფოთი-თბილისის ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვითა და საპროტესტო აქციებით იმუქრება.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები