კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მასწავლებელთა გათავისუფლება გრძელდება

6 სექტემბერი, 2010
გურჯაანის რაიონის სოფელ  გურჯაანის საჯარო სკოლიდან დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა  რუსუდან მამულაშვილმა შრომის კოდექსის 37-ე  მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (შრომითი ხელშეკრულების მოშლა), 23 მასწავლებელი სამსახურიდან გაათავისუფლა. 

„მასწავლებელთა  გათავისუფლების ძირითადი მიზეზი პედაგოგების მცირე  სამუშაო დატვირთვა და ახალი  საშტატო განრიგი გახდა. ზოგიერთმა მათგანმა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ  განცხადება თავად დაწერა“ -  განაცხადა რუსუდან მამულაშვილმა.

გათავისუფლებული მასწავლებლების ნაწილი სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს და სამსახურში აღდგენის მოთხოვნით  სასამართლოში სარჩელის შეტანას  აპირებს. მათი თქმით, შრომითი ხელშეკრულება სკოლასთან 2012 წლამდე ჰქონდათ.

გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყის საჯარო სკოლიდან 19 მასწავლებელი გაათავისუფლეს. ბრძანებებში სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად შრომითი ხელშეკრულების მოშლაა მითითებული.

„გათავისუფლების ძირითადი მიზეზი პედაგოგების მცირე სამუშაო დატვირთვაა, ხოლო რამდენიმე პედაგოგი სკოლაში არჩევით საგანს ასწავლიდა, რაც საჭირო აღარ არის,“ - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ჩუმლაყის საჯარო სკოლის დირექტორმა ელენე ტატიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კახეთში, საჯარო სკოლებიდან პედაგოგების მასობრივი გათავისუფლება აგვისტოში დაიწყო. უფლებადაცვითი ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მონაცემებით, რეგიონში 500-ზე მეტი მასწავლებელია გათავისუფლებული.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები