კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსეთი საქართველოს ტერორისტების მომზადებაში ადანაშაულებს

6 სექტემბერი, 2010
რუსული მხარე საქართველოს ტერორისტების მომზადებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ გაზეთ „ვრემია ნოვოსტეისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რუსეთის შსს-ს ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ნიკოლაი სიმაკოვმა განაცხადა.

სიმაკოვის თქმით, ჩრდილოეთ კავკსიაში მოქმედი „ბოევიკები“ მომზადებას საქართველოს ტერიტორიაზე, სპეციალურ ბანაკებში გადიან.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე შექმნილია სპეციალური ბანაკები, სადაც „ბოევიკებს“ ამზადებენ. იქ კრებენ კავკასიელებს, როგორც წესი, დამნაშავეებს ან მათ, ვინც სამართალს ევროპის ქვეყნებში ემალებოდა. მათ ამზადებენ და ჩვენთან მოსაზღვრე სახელმწიფოებიდან აგზავნიან“, - განაცახდა სიმაკოვმა.

მისივე თქმით, მცირე ხნის წინ რუსეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკება მოხდა, რომლის დროსაც აზერბაიჯანელი მესაზღვრე დაიღუპა. ასევე, მოკლეს ერთი „ბოევიკი“, ხოლო ორი დააკავეს.

„დაკითხვის დროს გაირკვა, რომ მათ ავსტრიასა და საფრანგეთში ცხოვრების უფლება ჰქონდათ. ისინი იქ ექსტრემისტულმა ორგანიზაციებმა გადაიბირეს და საქართველოში გაუშვეს, რათა შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე ემოქმედათ“, - განაცხადა სიმაკოვმა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები