კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შპს „ფაუნას“ დაცვის უფროსს მოკლული შველი და მუქარის წერილი გაუგზავნეს

7 სექტემბერი, 2010
შპს „ფაუნას“ სამონადირეო მეურნეობის დაცვის უფროსს ზურაბ გოგოლაძეს უცნობმა პირმა ტომარაში ჩადებული შვლის თავი, ფეხები, ტყავი და მუქარის წერილი გაუგზავნა. უცნობი პირი წერილში აღნიშნავს, რომ სანამ გოგოლაძეს სამონადირეო მეურნეობიდან არ გაათავისუფლებენ, ცხოველებს მანამდე დახოცავს.

გაზეთ „სპექტრის“ ინფორმაციით, ზურაბ გოგოლაძე აღნიშნულ ფაქტს სამონადირეო მეურნეობის დაცვას უკავშირებს. მისი თქმით, ის ბრაკონიერებს ებრძვის და შესაძლოა, მათი მხრიდან ეს შურისძიების თაობაზე გაფრთხილება იყოს.

შპს „ფაუნას“ სამონადირეო მეურნეობა ლაგოდეხის რაიონში, ჭიაურის ტყის ტერიტორიაზეა განთავსებული.

მომხდარის შესახებ სამონადირეო მეურნეობის ხელმძღვანელობამ გარემოს დაცვის ინსპექციას და შს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოს აცნობა, მაგრამ ორივე უწყებამ ფაქტი რეაგირების გარეშე დატოვა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ბრაკონიერები ჭიაურის ტყეში შველზე მასობრივად ნადირობენ, რაზეც გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიურო რეაგირებას არ ახდენს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი  

ახალი ამბები