კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სუფსის პორტის მშენებლობის პარალელურად, პოლიციელები მიწის მესაკუთრეებს ატერორებენ

8 სექტემბერი, 2010
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში შპს „ბლექ-სი პროდაქტი“ პორტს აშენებს. აღნიშნულმა კომპანიამ უკვე შეისყიდა გარკვეული რაოდენობის მიწები.

როგორც სუფსაში მცხოვრები ერთ-ერთი ქალბატობი ამბობს, ისინი, ვინც თანახმა არ არის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა თუ საკარმიდამო ნაკვეთი „ბლექ-სი პროდაქტის“ მიჰყიდონ, მათთან ინტენსიურად მიდიან პოლიციის თანამშრომლები.

„გვეუბნებიან, რომ დავთანხმდეთ 5 ლარად მიწის გაყიდვაზე და ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას“, - გვითხრა ერთ-ერთმა ქალბატონმა და იმ მოტივით, რომ საქმე ეხება სამმართალდამცავებს, ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა. მისივე თქმით, ის თანხა, რასაც მათ აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები სთავაზობენ, აბსოლუტურად მიუღებელია. რესპოდენტმა ასევე დასძინა, რომ თუ კიდევ განმეორდება იძულების წესით მიწების დათმობაზე საუბარი, მესაკუთრეები საკუთარი უფლებების დასაცავად ყველა უწყებას მიმართავენ.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ბლექ-სი პროდაქტი“ 2008 წლის 10 ოქტომბერს დაფუძნდა, რომლის დირექტორი ქალაქ სოხუმში 1971 წელს დაბადებული სარდიონ მაქაცარიაა. თუმცა, 2009 წლის 17 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბრძანების თანახმად, მაქაცარია დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა და მისი ადგილი თბილისში მცხოვრებმა შალვა წაქაძემ დაიკავა.

საქმიანობის შესახებ გრაფაში აღნიშნულ კომპანიას მითითებული აქვს თევზჭერა, თევზის მრეწველობა და გადამუშავება, თევზის ფქვილისა და თევზის ზეთის წარმოება და სხვა საქმიანობა, რომელსაც არ კრძალავს საქართველოს კანონმდებლობა.

ხსენებული კომპანიის დამფუძნებლები ოთხი ფიზიკური და ერთიც იურიდიული პირია. ესაა - „ემ ენდ დი ინტერნეიშნალ თრედინგანგი“, რომელიც შვეიცარიაში „ცუგის კანტონის“ სავაჭრო რეესტრშია დარეგისტრირებული.

შორენა ღლონტი, გურია

ახალი ამბები