კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მამუკა არეშიძე რუსეთის მიერ პანკისში ოპერაციის მომზადების სართხეს არ გამორიცხავს

9 სექტემბერი, 2010

„ამ ეტაპზე ბოევიკების განადგურების მიზეზით პანკისის ხეობის მიმართულებით ოპერაციის დაწყების საშიშროება არ არსებობს, მაგრამ არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ რუსეთი ამისთვის ემზადებოდეს“, - განაცხადა ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ რუსეთის შსს-ს ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის ნიკოლაი სიმაკოვის განცხადებაზე კომენტირებისას.

„მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ როდესაც კრემლი საქართველოში ბოევიკების ბანაკებზე საუბრობს, გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას არასდროს მიუთითებს. ანუ ეს იმ დიდი პიარის ნაწილია, რასაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ახორციელებენ. რუსეთის მხრიდან მუდმივი ძახილი, რომ საქართველოში ბოევიკების დაჯგუფებები იმყოფებიან, საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში ქვეყნის იმიჯის შელახვის მცდელობას უკავშირდება“, - აღნიშნავს არეშიძე.

„რუსული მხარე საქართველოს ტერორისტების მომზადებაში ადანაშაულებს“, - ამის შესახებ გაზეთ „ვრემია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რუსეთის შსს-ს ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ ნიკოლაი სიმაკოვმა განაცხადა.

სიმაკოვის თქმით, ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი „ბოევიკები“ მომზადებას საქართველოს ტერიტორიაზე სპეციალურ ბანაკებში გადიან.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები