კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსთავს 54 უმუშევარი შეემატა

9 სექტემბერი, 2010
ახალი სასწავლო წლიდან, განათლების სამინისტრომ რუსთავში ორი პროფესიული სასწავლებლის დაფინანსება შეწყვიტა. „იმედი“ და „რუსთავის პროფესიული სწავლების ცენტრი“ დღეს მუშაობის გაგრძელებისთვის თანხებს ადგილობრივი მთავრობისგან ითხოვენ. „რუსთავის პროფესიული სწავლების ცენტრს“ საკრებულო სასწავლო პროცესის გაგრძელებისთვის საჭირო ფინანსებს პირდება, „იმედი“ კი უიმედო მდგომარეობაშია და ლიკვიდაციისთვის ემზადება.

„სამინისტრომ სიტყვიერად გვითხრა, რომ ჩვენს დაფინანსებას არ აგრძელებს. დაწესებულების ლიკვიდაციას კი თავისი ფორმები აქვს. ტექნიკურ პერსონალთან ერთად, ჩვენ გვყავს 54 თანამშრომელი. ვფიქრობ, ამ ადამიანებზე სამინისტრომ უნდა იზრუნოს. ისინი ან სხვა დაწესებულებებში  უნდა გადაიყვანონ ან კომპენსაცია მისცენ“, - ამბობს „იმედის“ ხელმძღვანელი დავით ჯალაღანია.

გასულ წელს აღნიშნულმა სასწავლებელმა 350 კურსდამთავრებული გამოუშვა. „იმედს“ მემორანდუმი აქვს გაფორმებული საწარმო „ქართულ ფოლადთან“. სასწავლებელი სტუდენტების დიდ ნაწილს სწორედ ამ საწარმოს დაკვეთით ამზადებდა.

განათლების სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს არც „იმედის“ ლიკვიდაციაზე და არც მისი თანამშრომლების რაიმე ფორმით დახმარებაზე.

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

ახალი ამბები