კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გარემოვაჭრეთა და დევნილთა მორიგი საპროტესტო აქცია თბილისის მერიასთან გაიმართება

9 სექტემბერი, 2010
9 სექტემბერს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან დევნილებისა და გარემოვაჭრეების საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები პრეზიდენტთან შეხვედრას და პრობლემების გადაწყვეტას ითხოვდნენ. გარემოვაჭრეთა ლიგისა და დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის სახელით პრეზიდენტს წერილობით სპეციალური განცხადებით მიმართეს.

როგორც ერთ-ერთმა დევნილმა, ლირა წურწუმიამ განაცხადა, პრეზიდენტთან შეხვედრის შემთხვევაში, საცხოვრებელი ფართებით დევნილების დაკმაყოფილების საკითხს დააყენებს. მისივე თქმით, პრეზიდენტმა, პირველ რიგში, იმ დევნილთა საკითხი უნდა განიხილოს, რომლებსაც თავშესაფარი საერთოდ არ მიუღიათ.

გარემოვაჭრეები კი, გარევაჭრობის დაშვებას ითხოვენ. ერთ-ერთი გარემოვაჭრის, ევგენია ჩაჩანიძის განცხადებით, ამ საკითხის გადაჭრა მხოლოდ პრეზიდენტს ხელეწიფება. მისი თქმით, გარევაჭრობის აკრძალვის შემდეგ ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩნენ, აქციაზე კი ბოლო ერთი ლარით მოვიდა და არ იცის, ოჯახი როგორ არჩინოს.

აღნიშნულ საპროტესტო აქციას, ტრადიციულად, მხარს უჭერდნენ „ხალხის პარტიიდან“ ალეკო შალამბერიძე და „კონსერვატიული პარტიიდან“ ლაშა ჩხარტიშვილი.

გარემოვაჭრეთა და დევნილთა მორიგი საპროტესტო აქცია მომდევნო ხუთშაბათს, 12.00 საათზე თბილისის მერიასთან გაიმართება.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „კონსერვატორმა“ ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, თბილისის მერიასთან გიგი უგულავას მიერ გაცემული დაპირების შესრულებას მოითხოვენ.

ჩხარტიშვილის განმარტებით, უგულავა გარემოვაჭრეებს დაპირდა, რომ გარევაჭრობის საკითხი დარეგულირდებოდა და მოწესრიგდებოდა.

აღნიშნული მოთხოვნის გარდა, აქციის მონაწილეები მერიისგან მოითხოვენ პასუხს მათ მიერ შეტანილ წერილთან დაკავშირებით. კერძოდ, ჩხარტიშვილმა მერიას მიმართა მოთხოვნით, გაეცა ინფორმაცია, თუ რა ობიექტებს ფლობს თავის ბალანსზე.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები