კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს ქალთა ორგანიზაციები ხელისუფლებას ირანის მოქალაქე საქინე აშთიანის დაცვას სთხოვენ

10 სექტემბერი, 2010
საქართველოს ქალთა ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას ირანის მოქალაქე საქინე აშთიანის სიცოცხლის შენარჩუნების საკითხში ჩარევას სთხოვენ .
ქალთა ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ უნდა დააფიქსიროს პოზიცია ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ადამიანთა სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ. ორგანიზაციები შესაბამისი წერილით საქართველოს პარლამენტსაც მიმართავენ.

43 წლის საქინე აშთიანი, რომელიც ორი შვილის დედაა, ადულტერის ბრალდებით პირველად 2006 წელს გაასამართლეს და 99 როზგი მიუსაჯეს. განაჩენის სისრულეში მოყვანის მიუხედავად, 2007 წელს სასამართლომ მისი საქმე განაახლა და ჩაქოლვა მიუსაჯა.

საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლის შედეგად, საქინე აშთიანის სიკვდილით დასჯა 21 ივლისს 20 დღით გადაუვადეს.

საქინე აშთიანის შვილი ეჭვობს, რომ დედამისის სიკვდილით დასჯას რამადანის დღესასწაულის დასრულებისთანავე განახორციელებენ, ეს დღესასწაული კი დღეს სრულდება.

როგორც აღნიშნულ საკითხზე  ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გია არსენიშვილმა განაცხადა, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება ვერც ირანის და ვერც სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში ვერ ჩაერევა, თუმცა ჰუმანურობის პრინციპებიდან და ადამიანის უფლებათა დაცვის დეკლარაციიდან გამომდინარე სასურველია, საქინე აშთიანს სიკვდილით დასჯა სხვა სასჯელით შეცვალოს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები