კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მასწავლებლები და მშობლები დირექტორის კანდიდატურას აპროტესტებენ.

13 სექტემბერი, 2010
მახინჯაურის საჯარო სკოლის პედაგოგთა ნაწილი და მოსწავლეთა მშობლები აჭარის განათლების სამინისტროს მიერ დირექტორის პოსტზე წარდგენილ გოჩა ჩიტიძის კანდიდატურას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, ჩიტიძის ბიოგრაფია და განვლილი პედაგოგიური მოღვაწეობა მათთვის მიუღებელია. ისინი მახინჯაურის სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კარგი რეპუტაციის მქონე პიროვნების დანიშვნას მოითხოვენ.

„ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას, რომ ეს პიროვნება რამდენიმე სკოლამ კერძოდ კი მე-4, მე-12 სკოლებმა და ქალთა გიმნაზიამ დირექტორად არ ისურვა. სამინისტროს პრეროგატივა კი არის დირექტორის დანიშვნა, მაგრამ ჩვენი კოლექტივი მოითხოვს, ნორმალური კადრი დანიშნონ, რომელიც სასწავლო პროცესს კარგად გაუძღვება”.

პედაგოგების პროტესტს მახინჯაურის სკოლის მოსწავლეთა მშობლებიც უერთდებიან და აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნის დაუკმაყოფილების შემთხვევაში, საპროტესტო აქციებს გამართავენ.

აჭარის განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ მახინჯაურის სკოლის დირექტორის კანდიდატურის შესახებ ინფორმაცია თბილისში უკვე გადაგზავნილია. „გოჩა ჩიტიძე კვალიფიციური კადრია. მას აქვს განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება“, - განაცხადა აჭარის განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ ლამზირა ბოლქვაძემ.

აქამდე მახინჯაურის საშუალო სკოლის დირექტორის მოვალეობას ხელვაჩაურის მუნიციპლაიტეტის წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მეუღლე, მანანა დუმბაძე ასრულებდა. მოსწავლეთა მშობლების თქმით, ახალგაზრდა დირექტორის მუშაობის პერიოდში სკოლის რეიტინგი დაეცა. მასწავლებელთა თქმით კი, მათ მანანა დუმბაძის გათავისუფლების შესახებ განათლების სამინისტროში განცხადება რამდენჯერმე შეიტანეს.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები