11:14, Monday, 21.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საერთაშორისო გრანტის არაეფექტურად ხარჯვის ფაქტზე სს საქმის აღძვრას ითხოვს

13.09.2010
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ჰოლანდიის მთავრობის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი გრანტის არაეფექტურად ხარჯვის ფაქტზე სს საქმის აღძვრას ითხოვს. გრანტით კახეთში ვადაგასული პესტიციდების რისკ-ფაქტორების შემცირება უნდა მომხდარიყო, თუმცა უფლებადაცვითი ორგანიზაციის ცნობით, ქართულმა მხარემ პროექტი ფაქტობრივად ჩააგდო.

„პროექტი ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „სიღარიბის დაძლევის პრიორიტეტული მიმართულება“ განახორციელა. ამ არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და მენეჯერი ხათუნა ახალაიაა, რომელიც ამავე დროს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერებათა სამმართველოს უფროს სპეციალისტად მუშაობდა. ხათუნა ახალაია პირველ ეტაპზე პროექტში მონაწილეობდა როგორც ექსპერტი. პროექტის მეორე ეტაპზე, ხათუნა ახალაია უკვე პროექტის მენეჯერად დაინიშნა. პროექტის ფარგლებში მისი ყოველთვიური ხელფასი 540 ევროს შეადგენდა. ამავე დროს ის ხელფასს იღებდა გარემოს დაცვის სამინისტროშიც, რაც კანონის დარღვევაა. პროექტის ფარგლებში უნდა მომხდარიყო პესტიციდებით დაბინძურებული ტერიტორიების გაწმენდა და ნიადაგის აღდგენა, თუმცა შხამ-ქიმიკატების საწყობებიდან მხოლოდ ტომრებში დარჩენილი პესტიციდებია გატანილი. ისეთი შხამ-ქიმიკატები, რომლებიც წამლავს ადამიანსა და სხვა ცოცხალ ორგანიზმებს, იწვევს სიმსივნურ დაავადებებს და ბავშვებში თანდაყოლილ დეფექტებს, აბინძურებს წყალს, საკვებსა და ჰაერს, რეგიონში ისევ ყრია“, - აღნიშნეს უფლებადაცვით ორგანიზაციაში.

მათივე ცნობით, პროექტით გათვალისწინებული შედეგები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უნდა მიეღო. სამინისტროს ევალებოდა, კონტროლი გაეწია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დროულად და კარგად რომ შესრულებულიყო, თუმცა სამინისტრომ კონტროლი არ განახორციელა.

საერთაშორისო გრანტის არაფექტურად ხარჯვის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება შეგიძლიათ იხილოთ ამ ელექტრონულ მისამართებზე:

 http://www.ick.ge/ka/jinvestigation/2296-2010-08-05-06-58-06.html 
 
 http://www.humanrights.ge/index.php?a=article&id=5322&lang=ge 

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC