ხუთი შვილის დედის ცემის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
16.09.2010
ყვარლის პოლიციის თანამშრომლების მიერ ხუთი შვილის დედის თამარ ღელაღუტაშვილის ცემის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გურჯაანის რაიონულ პროკურატურაში აღიძრა.
გამოძიების დაწყების მოთხოვნით კახეთის საოლქო პროკურატურას „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელმა მიმართა და პოლიციის თანამშრომლების პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, ყვარლის პოლიციის თანამშრომლებმა ხუთი შვილის დედას თამარ ღელაღუტაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ღელაღუტაშვილის განცხადებით, პოლიციელები მისგან ქურდობის აღიარებას მოითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მასთან გაუკუღმართებული სექსუალური კავშირის დამყარებით იმუქრებოდნენ.
„პოლიციის თანამშრომელმა ვანო წიწრიაშვილმა და მასთან ერთად კიდევ ორმა პოლიციელმა გუშინ მეზობლის ბეჭდის ქურდობაში დამადანაშაულეს და პოლიციაში წამიყვანეს. იქ უშვერი სიტყვებით მაგინეს და მცემეს. ხან მუშტებს მირტყავდნენ, ხან ფეხებს. მემუქრებოდნენ, რომ თუ დანაშაულს არ ვაღიარებდი და ბეჭედს არ დავაბრუნებდი, გამაუპატიურებდნენ. პოლიციიდან ღამის 2 საათზე გამომიშვეს“, - აღნიშნავს თამარ ღელაღუტაშვილი „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისში შეტანილ განცხადებაში.
ამ საკითხზე შს ყვარლის რაიონულ სამმართველოში კომენტარს არ აკეთებენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
აშშ გმობს 17 მაისის ჰომოფობიურ ძალადობას თბილისში
17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?