კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ციხის სამკურნალო დაწესებულებაში 27 წლის პატიმარი გარდაიცვალა

16 სექტემბერი, 2010
ციხის სამკურნალო დაწესებულებაში 27 წლის შალვა სოლომნიშვილი გარდაიცვალა. გარდაცვლილი გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში გადაასვენეს. გარდაცვლილის ახლობლების განცხადებით, ვიდრე პატიმარი მომაკვდავი არ გახდა, საპყრობილის ადმინისტრაციამ სამკურნალო დაწესებულებაში მანამდე არ გადაიყვანა.

შალვა სოლომნიშვილი ყაჩაღობაზე იყო ნასამართლევი და მას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. მსჯავრდებულს 7 წელი უკვე მოხდილი ჰქონდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი არაერთი მცდელობის მიუხედავად სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს ვერ დაუკავშირდა. 

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები