კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვოლტერ კელინი: „დევნილთა ადგილობრივი ინტეგრაცია არ ნიშნავს, რომ მათ ერთმევათ დაბრუნების უფლება“

17 სექტემბერი, 2010
დევნილთა უფლებების დაცვის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ვოლტერ კელინმა დევნილთა განსახლების თემაზე განახლებული კონცეფციის პრეტენზაცია გამართა. პრეზენტაცია სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა.

კონცეფციის შესავალში აღნიშნულია, რომ დევნილთა დაცვის პირდაპირი ვალდებულება აკისრია სახელმწიფო ხელისუფლებას. კონცეფციაში, ასევე, ნათქვამია, რომ სასურველია, დევნილთა პრობლემების მოგვარებაში, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან ერთად, ჩართული იყვნენ სხვა სამინისტროების მაღალი რანგის წარმომადგენლებიც.
 
დოკუმენტის მიხედვით, დევნილებს ჯერ არა აქვთ დაბრუნების საშუალება, უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო; ასევე, მათ არ აქვთ საარსებო წყარო.

„შესაბამისად, უნდა მოხდეს ფოკუსირება მათ ადგილობრივ ინტეგრაციასა და გადასახლებაზე ქვეყნის იმ ნაწილებში, რომლებიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ“, - ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტის მიხედვით, ასევე, არ არის გამორიცხული, მომავალში დადგეს გალის რაიონში დამატებითი დაბრუნების, ასევე, კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონში დაბრუნების შესაძლებლობა. ასევე, ადგილობრივი ინტეგრაცია არ ნიშნავს, რომ დევნილებს ჩამოერთმევათ დაბრუნების უფლება.

დოკუმენტში მიმოხილულია ის პრობლემები, რომლებიც რჩება დევნილებთან მიმართებაში - აღნიშნულია, რომ კერძო სექტორში მცხოვრები დევნილების მდგომარეობის შესახებ არ ტარდება სრულყოფილი გამოკითხვა და ეს რჩება ერთ-ერთ მთავარ პრობლემად. მთავარ პრობლემად არის დასახელებული დევნილების დასაქმებაც, დევნილთა დასახლებებში პოლიციის პოსტების შექმნა.
 
განახლებულ სტრატეგიაში, ასევე, ნათქვამია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში უსაფრთხოების მხრივ მდგომარეობა გაუარესდა გალის რაიონში; უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები რჩება ცხინვალის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიებზეც. პრობლემად სახელდება, ასევე, დევნილთა საცხოვრებლის, მიწისა და კერძო საკუთრების უფლების აღდგენა.

პრეზენტაციას ესწრებიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი, გაერო-ს ლტოლვითა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი საქართველოში პიტერ ნიკოლაუსი, საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები