კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამართალდამცავებმა კორუფციასთან ბრძოლის კავშირის ხელმძღვანელი დააკავეს

17 სექტემბერი, 2010
სამართალდამცავებმა თაღლითობის ბრალდებით კახეთში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან, კონტრაბანდასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის კავშირის“ ხელმძღვანელი ბორის მამისაშვილი დააკავეს. პროკურატურა მამისაშვილს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს. მამისაშვილს სხვისი კუთვნილი სახლის უკანონოდ გასხვისებას ედავებიან. დაკავებული ციხეშია გადაყვანილი.

„კორუფციასთან, კონტრაბანდასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის კავშირი“ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ 2005 წელს არის რეგისტრირებული. როგორც ამ ორგანიზაციის ყოფილმა წევრებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აღნიშნეს, კავშირის წევრობის დამადასტურებელი მოწმობების გაცემის სანაცვლოდ, მამისაშვილმა მათ 100-100 ლარი გამოართვა. მათივე თქმით, მათი სამუშაო მაღაზიების, ბაზრობების და სხვა საწარმოების „შემოწმება“ იყო, რის შემდეგაც დაწესებულების მფლობელები მამისაშვილთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ და შემოწირულობის სახით ორგანიზაციას გარკვეულ თანხას უხდიდნენ.

ბორის მამისაშვილს სხვადასხვა დროს კუდ-თან, სოდ-თან და ფინანსურ პოლიციასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდნენ. მას უკავშირებენ იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ლაგოდეხის სამსახურის უფროსის გიული ლომიძის დაკავებას. ლომიძეს ბრალი საბუთების გაყალბებასა და ქრთამის აღებაში ედება. ასევე, ბორის მამისაშვილს უკავშირებენ, შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ ქრთამის აღების ბრალდებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსის გიორგი გოდერძიშვილის დაკავებასაც. გამოძიების ინფორმაციით, გოდერძიშვილმა წვევამდელებისათვის სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 2 000 ლარი აიღო.

მამისაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით მისი ოჯახის წევრები კომენტარს არ აკეთებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა ბორის მამისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამისაშვილს ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი  

ახალი ამბები